სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

86 წლის დედამთილის ცემაში ბრალდებული ქალი მოსამართლემ უდანაშაულოდ სცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ სხეულის განზრახ მსუბუქ დაზიანებაში ბრალდებული ახალგაზრდა ქალი უდანაშაულოდ სცნო.

საქმის ორწლიანი განხილვის შემდეგ მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ განაჩენი დღეს გამოაცხადა.

პროკურატურა ბრალდებულს 86 წლის დედამთილის ცემას ედავებოდა, თუმცა მოსამართლემ მიიჩნია, რომ გამამტყუნებელი განაჩენისთვის გამოძიების მტკიცებულებები საკმარისი არ იყო.

"მოსამართლემ პირდაპირ აღნიშნა, რომ ბრალდების მხარემ საკმარისი მტკიცებულებები ვერ წარმოადგინა. ხათუნა ხარჩილავამ გაიზიარა ჩვენი არგუმენტები და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოდ სცნო. ნამდვილად ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილებაა. საქმის განხილვა ორი წელი მიმდინარეობდა, ამ ხნის განმავლობაში ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ იყო გათავისუფლებული," - ამბობს ადვოკატი თამარ აბესაძე.

თავად ბრალდებული ამტკიცებდა, რომ მას ხანდაზმული დედამთილი არ უცემია და ოჯახში სიტყვიერი კამათის დროს ქალი წაიქცა, რამაც სხეულზე დაზიანებები გამოიწვია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100