25 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
იყავით კომუნიკაბელური, აქტიური, ყურადღება მიაქციეთ ნებისმიერი სახის ინფორმაციას და ნუ მისცემთ საშუალებას გარშემომყოფებს თქვენს განწყობაზე ზეგავლენა მოახდინონ. საღამო სჯობს ოჯახის წევრებთან ერთად მყუდრო გარემოში გაატაროთ.
კურო
ჯერ კიდევ აქტუალურია ფინანსური საკითხები, რომელმაც შესაძლოა მოითხოვოს ახალი კონტაქტებისა და ახალი პროექტების განხორციელების საჭიროება. ეცადეთ ნებისმიერი სახის ინფორმაცია გადაამოწმოთ.
ტყუპები
თქვენი განწყობა და ენერგოტონუსი დილიდან ერთგვარ მოტივაციას გიქმნით და სწორედ ამიტომ, შეგიძლიათ ნებისმიერ საქმეს შეეჭიდოთ, გააკონტროლეთ ფინანსები, შეგიძლიათ გააკეთოთ მნიშვნელოვანი შენაძენი, მაგრამ ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებას იმპულსურად.
კირჩხიბი
დღის დასაწყისში შესაძლოა გაგიჩნდეთ განმარტოების სურვილი, ამიტომ ეცადეთ მცირე დროით გადადოთ მნიშვნელოვანი საქმეები და მოლაპარაკებები, თუნდაც საღამოსთვის. იქამდე კი ეცადეთ დაკავდეთ იმ საქმით, რომელიც სიამოვნებას განიჭებთ.
ლომი
მშვენიერი შესაძლებლობებით აღსავსე დღეა, მოინახულეთ მეგობრები, გააფართოვეთ სანაცნობო წრე, თუმცა დაიცავით ზომიერება და ნუ გახდებით მითქმა-მოთქმის მიზეზი.
ქალწული
საქმიანი დღეა, შესაძლოა დაგიკავშირდნენ იმ საქმესთან დაკავშირებით, საიდანაც ზარს აღარ ელოდით. ეცადეთ თქვენი საქმიანობა ონლაინ რეჟიმში გადაიყვანოთ. ამგვარად უფრო ეფექტურად მართავთ დროსა და რესურსებს.
სასწორი
მეტი დრო დაუთმეთ თვითგანვითარებას, შემეცნებას, მოიძიეთ საქმიანი პარტნიორები ქვეყნის გარეთ, მოაგვარეთ კანონთან დაკავშირებული საკითხები, გადახედეთ იურირიულ საბუთებსა და დოკუმენტაციას.
მორიელი
მოერიეთ განწყობას, ეცადეთ თავად მართოთ ის, შესაძლოა გარკვეულმა სირთულეებმა იჩინოს თავი, ამიტომ ნუ დაღონდებით, შეხედეთ ყველაფერს სხვა თვალით, სამყაროში ხომ ტყუილა არაფერი ხდება?!
მშვილდოსანი
დღეს შესაძლოა საყვარელმა ადამიანმა თქვენი იმედები ვერ გაამართლოს, თუმცა ნუ დაღონდებით, ეცადეთ საქმეზე გადაერთოთ, მალე ყველაფერი სასიკეთოდ შეიცვლება.
თხის რქა
დრო დაუთმეთ ჯანმრთელობის საკითხს, ივარჯიშეთ, სასიკეთოა სუნთქვითი ვარჯიშები. საღამო კი სჯობს მოწყდეთ საქმეებს და საყვარელ ადამიანს დაუთმოთ მეტი დრო.
მერწყული
ამაღლებული განწყობა და შემოქმედებითი მიდგომა ნებისმიერი საკითხისადმი ყველა საქმეს წარმატებით დააგირგვინებს, ამიტომ იაქტიურეთ, გახალისდით, გაავრცელეთ დადებითი მუხტი.
თევზები
დღე სასიამოვნო მოულოდნელობებით შეიძლება დაიწყოს, შესაძლოა საყვარელმა ადამიანმა სიურპრიზი გაგიკეთოთ ან ან ოჯახის წევრისგან სასიხარულო ინფორმაცია შეიტყოთ.
კომენტარი