სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"მეორე ტალღას სავარაუდოდ ოქტომბრის ბოლოს ან ნოემბრის შუა რიცხვებში უნდა ველოდოთ"

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, შემოდგომაზე დაავადების მატება მოსალოდნელი იყო, თუმცა ის კორონავირუსის მეორე ტალღას ოქტომბრის ბოლოს-ნოემბრის დასაწყისში ელოდება.

"შემოდგომა, გარკვეულწილად, უკავშირდება მწვავე რესპირატორული ვირუსული დაავადების აქტივობების მატებას. კოვიდი არის სასუნთქი გზების დაავადება, აქედან გამომდინარე, მოსალოდნელია გარკვეული მატება, მაგრამ ეს მატება, რასაც მეორე ტალღას დავარქმევთ, უნდა იყოს ალბათ ოქტომბრის ბოლოს, ან ნოემბრის შუა რიცხვებში, მაგრამ ეს თუ ცოტა ადრე დადგება, ვერ გეტყვით. ამ ეტაპზე, გვაქვს მნიშვნელოვანი მატება, მაგრამ ეს შეიძლება ჩაითვალოს თუ არა მეორე ტალღად, ჩემი აზრით, ამას გვიან შემოდგომას ვუკავშირებთ. ამ ეტაპზე, მატება უკავშირდება მობილობის გაზრდას და რეგულაციების შესრულების შესუსტებას," - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100