სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ტრაგედია ქორწილის წინ - გოგონა შეყვარებულის თვალწინ კლდიდან გადავარდა

29 წლის ინგლისელი ჰანა ლოუ გამოცდილი ალპინისტი იყო და თავისი შეყვარებული ადამი სწორედ ამ ექსტრემალური სპორტის წყალობით გაიცნო. ისინი უახლოეს მომავალში ქორწილსაც გეგმავდნენ.

სამწუხაროდ, კლდეზე ცოცვის სიყვარულმა ისევე დააშორა ისინი ერთმანეთს, როგორც შეახვედრა - ადამის დაბადების დღის წინა დღით, ერთ-ერთი ექსტრემალური ტურის დროს, როდესაც ჰანა თავის დასთან, დედასთან და ადამთან ერთად იყო წასული, შეყვარებულ წყვილs განმარტოება მოუნდა და შედარებით უფრო სახიფათო სიმაღლეზე ავიდა. როდესაც უკან ბრუნდებოდნენ, გოგონას ფეხი დაუცდა. მიუხედავად იმისა, რომ ადამმა ზურგჩანთაში ჩაავლო ხელი, მისი დაჭერა მაინც ვერ მოახერხა და შემთხვევა ფატალურად დასრულდა - ჰანა შეყვარებულის თვალწინ 18 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა და დაიღუპა.

"ძალიან ბედნიერები ვიყავით. მეორე დღეს ჩემი დაბადების დღის წვეულება უნდა ყოფილიყო და ბევრ რამეს ვგეგმავდით ამ დღეს. სახლიც ნაყიდი გვქონდა და ოჯახის შექმნასაც ვგეგმავდით, თუმცა ერთმა წამმა ყველაფერი შეცვალა. ვეცადე დამეჭირა, მაგრამ ხელიდან გამისხლტა" - განაცხადა ადამმა.

ტრაგედიის ადგილზე ადამი და ჰანას ოჯახის წევრები ვერ ჩავიდნენ, რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ კი ცხედარი მაშველებმა იპოვნეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100