კატლეტი ესტონურად
მასალა:
350 გრამი ქათმის ხორცი
150 გრამი ხბოს უძვლო ხორცი
პილპილი, მარილი
არაჟანი
კარაქი ან მარგარინი
1 ცალი კვერცხი
საფანელი
ხორცი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, დავამატოთ ცოტა მარილი და პილპილი, არაჟანი, გავაკეთოთ ბიფშტექსის ფორმის ნაჭრები. თითოეული ნაჭრის შუაში მოვათავსოთ კარაქის ნაჭერი. ამოვავლოთ კვერცხსა და საფანელში და ფრთხილად შევწვათ კარაქში ან მარგარინში. გარნირად შეგვიძლია მივიტანოთ შემწვარი კარტოფილი და მწვანე მუხუდო.
კომენტარი