რას არ გაიგებ: უდმდიდრესი შოტლანდიელი ბარონის შვილი მეძავია
შოტლანდიის უმდიდრესი კაცის ქალიშვილი და უძველესი გვარის წარმომადგენელი, 37 წლის შარლოტა არმსტრონგი მეძავი გახლავთ. არ გეგონოთ, რომ მას ფული არ აქვს, ამბობენ, რომ ეს შარლოტასთვის მხოლოდ ჰობია. 2 შვილის დედა, ბარონ მალკომ არმსტრონგის შვილი, რომელსაც რამდენიმე პრესტიჟული სკოლა და იტონის კოლეჯი აქვს დამთავრებული, საკუთარ თავს სოცილური ქსელის მეშვეობით „არეკლამებს“ და კლიენტებსაც სოციალური ქსელის მეშვეობით ეძებს.
მისი ფეისბუქ გვერდიდან ვიგებთ, რომ შარლოტა სექსუალურ მომსახურებას სთავაზობს ნებისმიერს ვინც მზად არის მას 1 საათში 125 ფუნტი გადაუხადოს. 4 საათით დაქირავების შემთხვევაში კი შარლოტასთან გართობაზე ფასდაკლებაა და 500 ფუნტი ღირს. უცნაური ბარონესა მაძავად დილის თერთმეტიდან საღამოს 9 საათამდე მუშაობს.
„მამაჩემი გაცოფდება, როდესაც ამას გაიგებს“-განაცხადა შარლოტამ
თუმცა სერ მალკოლმმა აღნიშნულ ფაქტზე კომენტარი მშვიდად გააკეთა. „ამ ქალს სერიოზული პრობლემები აქვს, რომელთა მიზეზიც თვითონაა, მხოლოდ და მხოლოდ თავად არის დამნაშავე. მე სხვას ვერაფერს ვიტყვი.“-განაცხადა ბარონმა.
მეძავი ბარონესას აღმოჩენის შემდეგ ჟურნალისტების მისი წარსულით დაინტერესდნენ. როგორც აღმოჩნდა შარლოტას მშობლები ბარონი მალკოლმი და დიზაინერი ქალბატონი სუზანი ერთმანეთს მალე დაშორდნენ, რის გამოც მამა ქალიშვილს ყურადღებით არ ანებივრებდა, თუმცა მისი სწავლისა და ძვირფასი საჩუქრებისთვის ფული არასოდეს ენანებოდა.
მეძავი ბარონესას ისტორიას, რომელიც სამყაროს უძველესი პროფესიით მამის გასაბრაზებლად დაკავდა დეილი სთარი აქვეყნებს.
კომენტარი