ისთერნ პრომოუშენსი და თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ „ჯაზისა და ღვინის“ ფესტივალს
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით კახეთი მეშვიდედ მასპინძლობს
„ჯაზისა და ღვინის“ ფესტივალს. წლევანდელი ფესტივალის სტუმარი ქვეყანა - იტალიაა.
14 ოქტომბერს წინანდლის
მამულში გამართული „ჯაზისა და ღვინის ფესტივალი“ სტუმრებს დაუვიწყარ შთაბეჭდილებას პირდება:
·
13:00|ტრადიციულად ღვინის
დეგუსტაციით გაიხსნება. ჯაზის მოყვარულები და არა მარტო, ქართულ ღვინოსთან ერთად
სტუმარი ქვეყნის ღვინოსაც დააგემოვნებენ. წლევანდელ ფესტივალში 30-ზე მეტი ქართული
ღვინის მწარმოებელი იღებს მონაწილეობას.
·
14:00
-17:00 | ამფითეატრის
სცენა დაეთმობა სალთ პინათს შოუს, სპეციალური
სტუმრით სარა ჯეინ გიოტი https://youtu.be/rvlX1T6lQ5A.
·
14:00
-17:00 | ფესტივალის
სტუმრებს იტალიელი მზარეული მაურიციო სიცილიანო,
მუსიკის ფონზე, ტრადიციული იტალიური კერძებით გაუმასპინძლდება.
·
15:00 | ამფითეატრის
სცენაზე მსმენელის წინაში დუეტი სკეჩბუქ დუო წარდგება მუსიკალური კომპოზიციებით.
·
19:00|სადღესასწაულო განწყობა, ბოლრუმში,
თანამედროვე ჯაზის ვარსკვლავის თეო ქროკერისა და მისი კვარტეტის კონცერტით
გაგრძელდება https://youtu.be/lYLBTT5wL5o,
·
21:00 |
ამფითეატრის სცენაზე მსმენელის წინაშე ცნობილი ესიდ-ჯაზ ჯგუფი მო'ჰორაიზონსი
წარდგება https://youtu.be/uQagyRGUYYE
ფესტივალის
ტრადიციული წარმდგენია თიბისი კონცეპტი, ოფიციალური სპონსორია ვიზა.
მხარდამჭერი:
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და იტალიის საელჩო.
მასპინძელი
სასტუმროები: რედისონ ქოლექშენი და პარკ ჰოტელ წინანდალი.
ფესტივალის
საინფორმაციო მხარდამჭერები: TV იმედი, ჟურნალი „ჰოუმლენდ ოფ ვაინ
მაგაზინ“, რადიო ფორტუნა, Marketer.ge.
ფესტივალის ბილეთების
შეძენა შესაძლებელია ბმულზე: www.tkt.ge
კომენტარი