სად უნდა დარეკოთ 22:00 საათის შემდეგ გადაადგილებისთვის ერთჯერადი საშვის მისაღებად
მოქალაქეებს გადაუდებელი საქმის შემთხვევაში 22:00 საათის შემდეგ ერთჯერადი საშვის მიღება შეეძლებათ. ამის შესახებ ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
საშვზე დარეკვა მოქალაქეებს დღეს 18:00 საათიდან შეეძლებათ.
„გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ჩვენს მოქალაქეებს შეეძლებათ ღამის 10 საათის შემდეგ გადაადგილებისთვის ერთჯერადი საშვის მიღება 1441-ზე დარეკვის შემთხვევაში, რომელიც ამოქმედდება დღეს 18:00 საათიდან. დამატებითი შეზღუდვების ამოქმედება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად დავიცავთ წესებს“,- განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.
ცნობისთვის, დღეიდან, 9 ნოემბრიდან, დიდ ქალაქებში – თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ზუგდიდი, გორი, ფოთი – 22:00 საათიდან 05:00 საათამდე იზღუდება გადაადგილება, როგორც ქვეითად, ისე – სატრანსპორტო საშუალებებით.
კომენტარი