სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მერყევი, მაგრამ „ტალანტი“...

ირაკლი ალასანიაზე ლეგენდები დიდი ხანია დავიწყებას მიეცა. საზოგადოების ნაწილი, რომელმაც ალასანია ლამის „თეთრ ცხენზე“ შემოასკუპა, ახლა სიცილით სკდება მისივე ლიდერის შესახებ გავრცელებული მითების გამო.
ლეგენდები და მითები, პოლიტიკაში ახალი არაა. თუმცა, რა მითი და ლეგენდა გადაფარავს ალასანიას მერყევ ხასიათსა და იმას, რომ ჩვენს გმირს კვირაში „ცხრა პარასკევი“ აქვს?
ამას წინათ ვიღაცამ მოსწრებულად იხუმრა, თუ ალასანიამ ეს პოზიცია საღამომდე შეინარჩუნა და არ გადათქვა, ე.ი. ორი დღე ამ პოზიციაზე დარჩებაო. მეორემ კი თქვა, ალბათ ეგ ხინკალსაც ვერ შეჭამსო - რატომო - ჰკითხეს, - იმიტომ რომ როცა მიმტანი ჰკითხვას, „მთიულური“ ხინკალი გნებავთ თუ „ქალაქურიო“, ალბათ ალასანია ჯერ „ქალაქურს“ აირჩევს, მერე მიმტანს მოაბრუნებს და „მთიულურს“ შეუკვეთავს, მერე ისევ პირველი მოუნდება, ბოლოს კი საერთოდ გადაიფიქრებსო...
სად ხინკალი და სად - პოლიტიკა, მაგრამ ეს მოსაზრება კარგად გამოხატავს იმ მერყევ ხასიათს, რომელიც ასე ძალიან „უხდება“ ჩვენს მზეჭაბუკს. ისე, მართალია, ალასანია მერყევი და ჩამოუყალიბებელია, მაგრამ მაინც „ტალანტია“, რადგან ის ცხენია, რომლის ზურგზე მოკალათება და გაჭენება (ზოგჯერ გამათრახებაც) ოპოზიციის ლიდერთა დიდ ნაწილს სურს...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100