სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ექვსი პირი დააკავეს

ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მიმდინარე აქციისა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ექვსი პირი დააკავეს.

დაკავებულებს შორისაა "ლეიბორისტული პარტიის" წევრი ლაშა ჩხარტიშვილი. დაკავებულები დიღომში, პოლიციის მთავარ სამმართველოში არიან გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აქციის მონაწილე ექვსი პირი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით დააკავეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100