სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლეონიდ ჩერნოვეცკიმ საოჯახო მედიცინის N4-ე ცენტრის ხელმძღვანელი გულისხმიერებისთვის დააჯილდოვა

ლეონიდ ჩერნოვეცკიმ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც საოჯახო მედიცინის N4-ე ცენტრის ხელმძღვანელს, გიორგი ქსოვრელს გაწეული დახმარებისთვის მადლობას უხდის და დავით სერგეენკოს მოუწოდებს, მას მიბაძოს: „მეგობრებო, როგორც არაერთხელ აღმინიშნავს, ჩემი საქველმოქმედო ფონდი თბილისში 600 მძიმედ დაავადებულ მარტოხელა მოხუცზე ზრუნავს. უმრავლესობა მათგანი სრულიად უმწეო და საწოლს მიჯაჭვულია! მათ საავადმყოფოში მისვლა ფიზიკურად არ შეუძლიათ, ხოლო ექიმის შინ გამოსაძახებლად, ფული არ აქვთ.


ამიტომ, ჩემი ფონდი მიმართავს ხოლმე კლინიკებს და სთხოვს მათ ხელმძღვანელებს სოციალურად დაუცველ პაციენტებს შინ ექიმი უფასოდ გაუგზავნონ.

იცით, როგორ მიხარია, როდესაც კლინიკების გულისხმიერი ხელმძღავენელები ჩვენს თხოვნას ეხმაურებიან და საბრალო მოხუცებთან სპეციალისტებს უშვებენ.

მაგალითად, ქ. თბილისის საოჯახო მედიცინის N4-ე ცენტრის ხელმძღვანელმა, ბატონმა გიორგი ქსოვრელმა ჩვენი მზრუნველობის ქვეშ მყოფ ბენეფიციარებს ქირურგი და ონკოლოგი შინ გაუგზავნა. ამ ექიმების დახმარებით ჩვენ საბრალო მოხუცებს ტანჯვა შეუმსუბუქდათ.

მადლიერების ნიშნად, ჩვენ ფონდისგან ბატონ გიორგი ქსოვრელს სიგელი გადავეცით.
ასევე, მე, როგორც უფლებადამცველი ორგანიზაციის „ქართული მომავლის“ ხელმძღვანელმა მივმართე ჯანდაცვის მინისტრს, ბატონ დავით სერგეენკოს თხოვნით, ჯანდაცვის სამინისტროს სახელით გიორგი ქსოვრელს ამ ჭეშმარიტად კეთილშობილური და მისაბაძი საქციელისთვის მადლობა გამოუცხადონ!


თუ ჯანდაცვის სამინისტრო მას მადლიერებას გამოუცხადებს, ეს იქნება დასტური იმისა, რომ ბატონი დავით სერგეენკო პირადად უჭერს მხარს იმ მედმუშაკებს, რომლებიც ჰიპოკრატეს ფიცს პირნათლად ასრულებენ და ცდილობენ, ჩვენს უბედურ თანამემამულეებს ტკივილი და ტანჯვა შეუმსუბუქონ. ეს მადლიერების გამოხატვა, ასევე სხვა ქართველი ექიმებისთვის სიკეთის კეთების სტიმულად იქცევა!


გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ჩემს თხოვნას ბატონი სერგეენკო უყურადღებოდ არ დატოვებს!


გააზიარეთ ეს პოსტი ამ კეთილშობილი ადამიანის მხადაჭერის ნიშნად! დაე, მის შესახებ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა შეიტყოს! ჩვენი დროის გმირები, სწორედ ასეთი კეთილშობილი ადამიანები არიან!“ - წერს ჩერნოვეცკი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100