სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ჰააგის სასამართლო გადაწყვეტილებას პოლიტიკური ნიშნით არ მიიღებს"

ჰააგის სასამართლომ საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის განხილვა უკვე დაიწყო. ქართული მხარე მიიჩნევს, რომ სარჩელი არგუმენტირებულია და გამარჯვების იმედიც აქვს. ყველაზე ობიექტური სასამართლოს გადაწყვეტილება რუსეთზე ზეწოლის ერთ-ერთი ფაქტორი იქნება. სარჩელის განხილვის დაწყებისთანავე ჰააგის სასამართლოს ობიექტურობაზე აზრთა სხვადასხვაობა გაჩნდა. საზოგადოების ნაწილი თვლის, რომ ჰააგის სასამართლო რუსეთს ანგარიშს გაუწევს და გადაწყვეტილებას პოლიტიკური ნიშნით მიიღებს. თუმცა ამ მოსაზრების საპირისპიროდაც ფიქრობენ.
ფგდგდფჰფგჯჰგჯ
"დრონი.ჯი" ამ საკითხთან დაკავშირებით ექსპერტებისა და პოლიტიკოსების პროგნოზს გთავაზობთ.
ფგდგდფჰფგჯჰგჯ
სოსო ცისკარიშვილი: "ვფიქრობ, ჰააგის სასამართლო გადაწყვეტილებას პოლიტიკური ნიშნით არ მიიღებს. იმედი მაქვს, რომ გამონათქვამი, დიდ კაცთან პატარა კაცსა როდის გასვლია მართალი, არ გამართლდება. სარჩელის განხილვა დროში გაიწელება. პარალელურად მოვისმენთ ორივე ხელისუფლების მხრიდან კომენტარებს. კომენტარები საგნობრივი იქნება. ჰააგას მიერ საქართველოს სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება რუსეთზე ზეწოლის ერთ-ერთი ფაქტორი იქნება. ქართული მხარე არამარტო მოტივირებულია, არამედ არგუმენტირებული პოზიციითაც არის აღჭურვილი".
ფგდგდფჰფგჯჰგჯ
ნიკა ლალიაშვილი (ქრისტიან-დემოკრატების დეპუტატი): "ჰააგის სასამართლო ყველაზე უფრო ავტორიტეტული სასამართლოა. ვეჭვობ, რომ ჰააგამ გადაწყვეტილება პოლიტიკური ნიშნით მიიღოს. დარწმუნებული ვარ, ჰააგის სასამართლო რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს მიერ შეტანილ სარჩელს ობიექტურად მიუდგება. შესაბამისად, სამართლიანი გადაწყვეტილებაც დაიდება. საქართველოს მხარე სათანადოდაა მომზადებული და სარჩელიც არგუმენტირებული შეიტანეს. იმედი მაქვს, ყველაფერი საქართველოს სასარგებლოდ გადაწყდება. ჰააგა არის ობიექტური სასამართლო და ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს მის გადაწყვეტილებაში".
გიგი წერეთელი (საპარლამენტო უმრავლესობის წევრი): "რუსეთი ყველანაირ ბერკეტს აამოქმედებს. ჰააგასთვის მიუკერძოებლობა მნიშვნელოვანია და ვიმედოვნებ, რომ რუსეთის ზეწოლას შედეგი არ მოჰყვება. რუსეთი ამტკიცებს, რომ ის ამ კონფლიქტის მხარე არ არის. ის ამბობს, რომ ეს არის კონფლიქტი აფხაზეთის, რუსეთსა და საქართველოს შორის. ძალიან მიამიტი და დაბალი გონებრივი განვითარების უნდა იყო, რომ ეს დაიჯერო. ყველამ კარგად იცის ისტორიიდანაც და ახლო წარსულიდან, რაც რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ განახორციელა. არ დარჩენილა არცერთი საერთაშორისო ინსტიტუტი და ქვეყნის ლიდერი, რომ თავისი შეშფოთება არ დაეფიქსირებინა რუსეთის ინტერვენციაზე.
ფგდგდფჰფგჯჰგჯ
ჰააგის მიერ საქართველოს სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება ავტომატურად იწვევს რუსეთზე პასუხისმგებლობის დაკისრებას. ერთ-ერთი მთავარი თემა დევნილების დაბრუნებაა, რომელსაც რუსეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება. როგორც პრაქტიკამ დაგვანახა, საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს მხარესაა. ეს გაეროს გენერალურ ასამბლეაზეც კარგად გამოჩნდა.
დფსფლსკდგსჯდფგ
ყოველკვირეული გაზეთი „დრონი.ჯი“ (გამოდის ორშაბათობით)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100