"ჩვენი პრეზიდენტის უპასუხისმგებლო განცხადების შემდეგ, საფრანგეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ქართველებს არ მისცენ თავშესაფარი" - ნახეთ, საფრანგეთში უსახლკაროდ დარჩენილი ქართველი ემიგრანტები
საგანგაშო ინფორმაცია საფრანგეთიდან!
"დღეს ქართული ლეგიონის ყოფილმა მებრძოლმა გიორგი ცხაკაიამ, რომელიც ამჟამად საფრანგეთში, ქალაქ მონპელიეში იმყოფება, გადმოგვცა ინფორმაცია, რომ საფრანგეთში მიმდინარეობს ქართველი ემიგრანტებისა და სამკურნალოდ ჩასული მოქალაქეების მასიური გადეპორტება. ქართველების დევნა დაიწყო საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის უპასუხისმგებლო განცხადების შემდეგ იმის თაობაზე, რომ საქართველოს მოქალაქეები სოციალურად დაცულები არიან თავის სამშობლოში და არ სჭირდებათ თავშესაფარი სხვა ქვეყნებში, სამწუხაროდ იგივე ფაქტები სხვა სახელმწიფოებშიც ხდება. გთხოვთ გააზიაროთ ინფორმაცია, თუ რა პირობებში უწევთ ყოფნა ღია ცის ქვეშ დარჩენილ მრავალშვილიან ქართულ ოჯახებს.
იხილეთ ლეგიონის მებრძოლის გიორგი ცხაკაიას მიერ გადაღებული ვიდეო და ფოტო კადრები, გთხოვთ ერთად დავეხმაროდ და ვაიძულოთ საქართველოს პრეზიდენტი, პასუხისმგებლობა აიღოს ქუჩაში დარჩენილ ქართველებზე, მხოლოდ საფრანგეთის ერთ ქალაქში 2000-ზე მეტი ადამიანი არ მიიღეს თავშესაფარში, ასევე მონპელიეში იგეგმება გამოსახლებულთა მხარდამჭერი აქცია პარასკევს 15:00 საათზე პრეფექტურის მიმდებარე მოედანზე! დახმარების მსურველებს გთხოვთ მიმართეთ ქართული ლეგიონის წარმომადგენელს გიორგი ცხაკაიას!"
კომენტარი