12 წლის გოგოს აინშტეინზე მაღალი IQ აქვს
12 წლის ოლივია მენინგი არა მხოლოდ ყველაზე ჭკვიან ბავშვად, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთ გენიალურ ადამიანად ითვლება. იგი შედის იმ გენიოსთა სიაში რომელთა რაოდენობა დედამიწის მოსახლეობის ერთ პროცენტსაც კი არ აღემატება.
გოგონა ინგლისში, კერძოდ კი ლივერპულში ცხოვრობს და მისი IQ-ს კოეფიციენტი ორი ქულით აღემატება აინშტეინის IQ-ს და 162 ქულას შეადგენს. ეს კი IQ-ს საშუალო მაჩვენებელზე 100 ქულით მეტია.
სწორედ ამ ფენომენალური შესაძლებლობების გამო გოგონა მიიწვიეს მენსის საზოგადოებრივ გაერთიანებაში, სადაც მისი მსგავსი გენიოსები არიან გაწევრიანებულნი. ოლივია ამ ყოველივეს სრულებით ჩვეულებრივად აღიქვამს და აღნიშნავს, რომ იგი თავს სხვა ადამიანებისგან განსხვავებულად ვერ გრძნობს.
კომენტარი