Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ პრე-აქსელერატორი იწყება
სტარტი აიღო Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ პრე-აქსელერატორმა,
რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას და
მათთვის ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობის გაზრდას. შესარჩევ კონკურსში მონაწილეობა
მიიღო 60-მდე სტარტაპმა და განაცხადებისა და გასაუბრებების საფუძველზე შეირჩა 21 გუნდი,
რომელიც მომდევნო 3 თვის განმავლობაში იმუშავებს საკუთარი სტარტაპის განვითარებაზე.
შერჩეული სტარტაპები:
- Addme
- სოციალური
ქსელების, ვებ-გვერდის, ელ-ფოსტის, მობილურის ნომრის თუ სხვა საკონტაქტო
ინფორმაციის გაზიარების სწრაფი და მარტივი პლატფორმა.
- Bitpulse - კრიპტოვალუტების
ფასების პოტენციური ცვლილებების იდენტიფიცირების პორტალი.
- Connect. - მარკეტფლეისი,
რომელიც ამარტივებს სამედიცინო ტურიზმისა და მასთან დაკავშირებული სხვა
სერვისების მიღებასა და ანგარიშსწორებას.
- Coiners - სოციალური
პლატფორმების მონეტიზაციის ვებ.აპლიკაცია.
- Gakvetilo.ge - რეპეტიტორებისა და
მოსწავლეების დამაკავშირებელი პლატფორმა.
- Helio.AI
- რეკრუტინგის
მართვის სისტემა, რომელიც კომპანიებს პროცესის სრულ ავტომატიზაციაში
ეხმარება.
- Hotcard - ჰორეკა სექტორის
ექსკლუზიური შეთავაზებების (Buy One, Get One) აპლიკაცია.
- Justpay
- გადახდის
ბმულები მარტივი სოციალური კომერციისთვის.
- Kiddos - საბავშვო ნივთების
გადაყიდვის (re-sale) პლატფორმა.
- KidNest - საგანმანათლებლო
დაწესებულებებისა და მშობლების დამაკავშირებელი აპლიკაცია.
- MaxHP - კომპლექსური მობილური
თამაშები მათთვის, ვინც კომპიუტერული თამაშებიდან, მობილური თამაშებისკენ
ახდენს მიგრაციას.
- My
Traders
- ტრეიდინგ და საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც აკავშირებს მომხმარებლებს
სანდო ტრეიდერებთან.
- Rollycks - ელექტრონული
გორგოლაჭები და თანმხლები აპლიკაცია, რომელიც საშუალებას აძლევს
მომხმარებელს აღმოაჩინოს ახალი ადგილები, თანამოაზრეები, ჩაერთოს შეჯიბრში და
მოიპოვოს წამახალისებელი პრიზები.
- Roommate
Georgia
- პლატფორმა, სადაც სტუდენტები ინტერესების მიხედვით პოულობენ ოთახის
მეზობლებს, ბინის ქირის ხარჯის გაყოფის მიზნით.
- Sanolink - პლატფორმა, რომელიც
ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის მაძიებლებს აკავშირებს შესაბამის
ტრენერებთან.
- TourTour - სამოგზაურო ტურების
დაგეგმვის ციფრული პლატფორმა.
- UBIQ - სოციალური ქსელი
საერთო ინტერესების მქონე ადამიანებისთვის.
- Verify.com.ge - დასაქმების
კანდიდატების სკრინინგისა და მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმების
პლატფორმა დამსაქმებლებისთვის.
- Wenroll - ონლაინ-კურსების
ინტერაქციული მობილური აპლიკაცია.
- Wisp
- ჟესტური
ენების შემსწავლელი აპლიკაცია.
- Woofio - პლატფორმა, რომელიც
აკავშირებს შინაური ცხოველების მფლობელებს სერვისის პროვაიდერებთან.
პრე-აქსელერატორი
ჩატარდება ჰიბრიდულ ფორმატში (ფიზიკური და ონლაინ შეხვედრები), გაგრძელდება 3 თვეს
(ოქტომბერი 2023 - იანვარი 2024) და შედგება 8 ძირითადი კომპონენტისგან:
- 2
ბუტკემპი (1 თბილისში, 1 საერთაშორისო);
- თემატური
სესიები (კვირაში 3 დღე, 2 საათი);
- ინდივიდუალური
შეხვედრები ქოუჩთან (მოთხოვნის შესაბამისად);
- ინდივიდუალური
ონლაინ მენტორინგი სფეროს ექსპერტებთან;
- ნეთვორქინგი
- P2P შეხვედრები, გამოცდილების გაზიარება, მოწვეული სპიკერები, Stand-up-ები;
- სპეციალური
შეთავაზებები სტარტაპებს
- იმფაქთ
ჰაბის საერთო სამუშაო სივრცით სარგებლობა (მოთხოვნის შესაბამისად);
- დემო
დღე - მონაწილე სტარტაპები წარდგებიან ინვესტორების
წინაშე, სადაც საშუალება ექნებათ მოიპოვონ ინვესტიცია სტარტაპის განვითარების
და გაფართოების მიზნით.
პრე-აქსელერატორში მონაწილე სტარტაპები გაიღრმავებენ
ცოდნას რამდენიმე მიმართულებით: პროდუქტის განვითარება და ვალიდაცია, მომხმარებლის
სეგმენტაცია, ფასეული შეთავაზება, მარკეტინგი, ბრენდინგი, რეკლამა, გაყიდვები,
Growth Marketing, MVP - ტექნიკური პროდუქტის შექმნა, ბიზნესმოდელი და ფინანსები,
Pitch Deck, დაფინანსების წყაროების მოძიება.
სტარტაპ პრე-აქსლერატორი 2021 წელს, Impact Hub
Tbilisi-ის საინიციატივო გუნდის მიერ დაარსდა, რომელმაც სპეციალური გადამზადების კურსი
გაიარა წამყვან საერთაშორისო აქსელერაციის პროგრამაში და მიღებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით
ჩამოაყალიბა ლოკალური პრე-აქსელერაციის პროგრამა, რომელიც ადგილობრივი სტარტაპ ეკოსისტემის
გამოწვევებს პასუხობს. ამ ხნის განმავლობაში პროგრამაში ჩაერთო სამი ნაკადი, ჯამში
60 სტარტაპი და მთლიანობაში გუნდებმა 1 მილიონ ევროზე მეტი ინვესტიცის/გრანტის მოიპოვება
მოახერხეს.
მეტი ინფორმაცია პროგრამის შესახებ აქ: https://preacceleration.com
სტარტაპ პრე-აქსელერატორის მხარდამჭერები:
Entreprenership Academy, თიბისი.
კომენტარი