სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ალექსანდრე ებრალიძის მარჯვენა ხელი ბიძინა ივანიშვილს ურჩევს, ჯერ გაიზარდოს (ვიდეო)

კრემლთან დაახლოებული ქართული წარმოშობის ბიზნესმენის, ალექსანდრე ებრალიძის მარჯვენა ხელი და უახლოესი თანამოაზრე, ვლადიმირ ხომერიკი ბიძინა ივანიშვილს ურჩევს, ჯერ გაიზარდოს და პოლიტიკოსობაზე შემდეგ იფიქროს – ხომერიკმა ეს განცხადება „ჯორჯიათაიმსთან“ საუბარში გააკეთა.

„ზოგიერთი ცნობილი ბიზნესმენი, როცა პოლიტიკაში მიდის, პოლიტიკაშიც იგივე პრინციპებით ხელმძღვანელობს, რითაც ბიზნესში, ეს კი არასწორია. როცა საქართველოში პოლიტიკოსობას გადაწყვეტ, როგორც მინიმუმ, საქართველოს კონსტიტუცია კარგად უნდა იცოდე და შემოსადავებელი არ უნდა დაიტოვო. უარს ვიტყვი ორი ქვეყნის მოქალაქეობაზე და კენჭს ვიყრი საქართველოში – არასწორი მიდგომაა. შესაძლოა, ეს ხალხი თავიანთ საქმეში მართლაც ჭკვიანი და წარმატებული ხალხია, მაგრამ პოლიტიკოსობამდე ჯერ კიდევ უნდა გაიზარდონ“, – აცხადებს ხომერიკი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100