მეუფე პეტრე ივანიშვილს შეხვდა - რაზე ისაუბრეს დახურულ კარს მიღმა ოლიგარქმა და ჭყონდიდის მიტროპოლიტმა?
ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი, ჭყონდიდის მიტროპოლიტს, მეუფე პეტრეს შეხვდა. მეუფე პეტრეს თქმით, შეხვედრაზე სახელმწიფოებრივ საკითხებსა და პრობლემებზე ისაუბრეს.
სასულიერო პირის თქმით, საუბარი არ ყოფილა ზუგდიდში გასამართ ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით. მეუფის განცხადებით, განხილულ იქნა ზვიდ გამსახურდიას გარდაცვალების ადგილის აღორძინება და იქ ეკლესიის აღდგენა.
"საუბარი იყო მიმდინარე სახელმწიფოებრივ საკითხებზე, მიმდინარე პრობლემებზე. ზუგდიდთან დაკავშირებით, ეს არ არის ჩემი ეპარქია, არანაირ კავშირეში არ ვარ და ისედაც ვერ წარმომიდგენია რაღაც საარჩევნო თემა იყოს ეკლესიის აღმშენებლობა ან ბატონი ზვიად გამსახურდიას იმ ტრაგიკული ადგილის აღდგენა აღორძიენების და იქ ეკლესიის აშენება. ეს იგივეა, როგორც მცხეთისთვის წიწამურია, იგივეა სამეგრელოსთვის ეს ადგილი. აუცილებლად უნდა დაფასდეს"- თქვა მეუფემ.
კომენტარი