სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მეგან მარკლის გარღვევა გემოვნებაში - პაპარაცებმა ჰერცოგინიას თვალშისაცემი წუნი უპოვნეს

ცოტა ხნის წინ პრინც ჰარის მეუღლემ ერთ-ერთ სამეფო წვეულებაზე ნამდვილი ფურორი მოახდინა, რადგან პირველ რიგში მისი ჩაცმულობა და ვიზუალი იქცევს ხოლმე ყურადღებას, სასეკსის ჰერცოგინიას კი უზადოდ ეცვა. თეთრი ფერის სამოსი და ელეგანტური ქუდი მართლაც თვალისმომჭრელი იყო. თუმცა, ძალიან მალევე პაპარაცებმა მეგანს წუნი უპოვნეს, რაც შემდეგ ყვითელმა პრესამ აიტაცა. მარკლი შეადარეს სკოლის მოსწავლეს, რომელიც წვეულებაზე დედიკოს ფეხსაცმლით იყო გაპარული. მიზეზი კი შემდეგშია - ჰერცოგინიას დიდი ზომის ფეხსაცმელები აცვია და როგორც ჩანს, ეს პირველი შემთხვევა არაა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100