სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ის ცინიზმი და გულგრილობა რაც ამ ამბავმა გამოიწვია! ზაზას ბოდიშს ვუხდი..." - ზაზა ფაჩულიას ცოლის საჯარო მიმართვა

ზაზა ფაჩულიას ცოლი თიკა ალავიძე ყველას მადლობას უხდის ქმრისს მხარდაჭერისთვის და ნახეთ რას წერს:

დიდი მადლობა ყველას ვინც ერთი სტატუსი მაინც დაუთმო ზაზას, თქვენი თანადგომა ყველაფერზე წინ დგას, გადაფარა ყველანაირი ნეგატივი რაც ამ დღეების განმავლობაში მე და ჩემმა ოჯახმა მივიღეთ! ის ცინიზმი და გულგრილობა რაც ამ ამბავმა გამოიწვია! ზაზას ბოდიშს ვუხდი რომ არცერთხელ სახალხოდ არ გამომიხატავს მისი მხარდაჭერა, რადგან ვთვლიდი რომ შეიძლებოდა ვინმე ამით შემეწუხებინა და გამეღიზიანებინა!
ვამაყობ შენით როგორც ქართველი და არა როგორც შენი მეუღლე.
რთულია გაიარო ის გზა რაც შენ და დღეს ესეთ დონეზე ისეთივე შემართებით თამაშობდე როგორც მაშინ როდესაც პირველად დადგი ფეხი მოედანზე, არცერთხელ არ თქვა სიტყვა დავიღალე და მეზარება! ყველა მომავალ სპორტსმენს ვუსურვებ გამძლეობას, შრომისმოყვარეობას და თქვენი ქვეყნის სიყვარულს!

შეგახსენებთ, რომ ზაზა ფაჩულია NBA-ს ყველა ვარსკვლავის მატჩის სასტარტო ხუთეულში ვერ მოხვდა

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100