სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სტიქიით დაზარალებულთა დახმარება თიბისი ბანკის სწრაფი გადახდის ტერმინალებითაა შესაძლებელი

დღეიდან სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დახმარება თიბისი ბანკის სწრაფი გადახდის ტერმინალების საშუალებითაც გახდა შესაძლებელი.

თიბისი ბანკის ტერმინალებში, რომლებიც თბილისის მასშტაბით, ფილიალებს გარეთ არის განთავსებული, დაემატა სპეციალური ღილაკი პირველივე გვერდზე, რომლითაც შესაძლებელია სასურველი თანხის გადარიცხვა დაზარალებულთა დასახმარებლად.

გარდა ამისა, შეგახსენებთ, რომ თიბისი ბანკში გახსნილია სპეციალური ანგარიშები, რომლის საშუალებითაც დახმარების მსურველებს, თანხის გადარიცხვა შეუძლიათ.

ლარი: GE67TB1100000036082020

დოლარი: GE67TB1100000036082020

ევრო: GE34TB1100000361808808

ფუნტი: GE67TB1100000036082020


swift: TBCBGE22

ბანკის კოდი: TBCBGE22

გადარიცხვა უფასოა!

საქველმოქმედო ფონდში დილიდან უკვე 140 000 ლარამდეა ჩარიცხული კომპანიებისა და ფიზიკური პირების მიერ.

გმადლობთ თანადგომისათვის!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100