"ცეზარ ჩოჩელის ბიზნეს-ჯგუფში შემავალ "ბარამბოს" დაყადაღებისას დარღვევებია აღმოჩენილი"
ბიზნეს-ომბუდსმენ გიორგი გახარიას განცხადებით, ცეზარ ჩოჩელის ბიზნეს-ჯგუფში შემავალ კომპანია "ბარამბოს" დაყადაღებისას დარღვევებია აღმოჩენილი.
ამის შესახებ გახარიამ დღეს რადიო "კომერსანტის" ბიზნეს-ქლაბში სტუმრობისას ცეზარ ჩოჩელის ბიზნეს-ჯგუფში შემავალ კომპანიებთან დაკავშირებით არსებული პრობლემების კომენტირებისას განაცხადა.
"რა იყო, განსაკუთრებით პოლიტიკურ ჭრილში, ეს ჩვენ არ გვაინტერესებს. მთავარი არის ის, რა ხდება დღეს და ისიც - ბიზნესის ჭრილში. არის ჩვენთან შემოსული ეს თემა, მაგრამ კომპლექსურად არა. შემოსული კონკრეტული "ბარამბოს" თემა და ამაზე ჩვენ ვმუშაობთ, მაგრამ იქ ძალიან რთული სქემაა და ამ სქემის ერთ ან ორ დღეში გადაწყვეტა, შეუძლებელია. ჩვენი აზრით, "ბარამბოს" დაყადაღებასთან დაკავშირებით, არის გარკვეული დარღვევები, როდესაც ყადაღა ედება მთელს წარმოებას, როდესაც შესაძლებელია, რომ შესაბამის ორგანოებს ყადაღა აემუშავებინათ მხოლოდ საწარმოს ნაწილზე და არა მთელს საწარმოზე და ჩვენ ამ თემასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურთან ვმუშაობთ", - განაცხადა ბიზნეს-ომბუდსმენმა.
კომენტარი