სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ახალს არაფერს არ გეტყვით" - "ოცნება" პრემიერის შეცვლის ვერსიებში ჩაიკარგა

"ქართული ოცნება" პრემიერის შეცვლის ვერსიებში ჩაიკარგა - ივანიშვილი ამბობს, რომ ღარიბაშვილმა გადადგომა თავად მოინდომა, ღარიბაშვილი ამბობს, რომ პოლიტსაბჭომ შესთავაზა, პარტიაში გადასვლა. და ამ ქაოსურ განცხადებაში განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია, ღარიბაშვილის გზავნილმა - "არ გეტყვით რა მოხდა".

მე დავიკავე მმართველი პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა. კიდევ ვიმეორებ, რომ ეს არის ჩემთვის ძალიან დიდი პატივი და პასუხისმგებლობა, ვინაიდან ამ პარტიით მოვედი პოლიტიკაში და რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მშობლიური, ასე ვთქვათ, პოლიტიკური ოჯახი. მეორე, ჩემს მეგობარს ირაკლი კობახიძეს კიდევ ერთხელ მინდა, ვუსურვო წარმატება...

რაც შეეხება გადადგომის მიზეზებს, მე ყველაფერი განვმარტე, ახალს არაფერს გეტყვით... ჩვენს გუნდში დამკვიდრებულია ასეთი პრაქტიკა და ეს არის აბსოლუტური დემოკრატია. შეგიძლიათ გადახედოთ გვარებს და მათ მოიღვაწეობას, ყველაზე დიდ ხანს, 5 წელი ვიყავი პრემიერი. აუცილებელია, სხვა წარმატებულ ლიდერებს მიეცეთ საშუალება, რომ საკუთარი შესაძლებლობები გამოავლინონ"- აცხადებს ღარიბაშვილი.

მან კიდევ ერთხალ გაიმეორა მის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადება, რომ "გუნდმა შესთავაზა, თანამდებობაზე ზაფხულამდე დარჩენილიყო, თუმცა მან ახლავე გადადგომა არჩია".

"პირველებმა" ექსპრემიერს ბიძინა ივანიშვილის განცხადება შეახსენა, სადაც "ქართული ოცნების" დამფუძნებელი ამბობდა, რომ მას ღარიბაშვილი ყოველ 6 თვეში ერთხელ ეკითხებოდა, ხომ არ იყო დრო თანამდებობიდან წასულიყო.

რუსუდან დუმბაძის კითხვა, ახლაც ხომ არ მოხდა ასე და დაუსვა თუ არა მსგავსი კითხვა ივანიშვილს, ღარიბაშვილმა უპასუხოდ დატოვა.

დღეს "ქართული ოცნება" შიდა პოლიტიკური დაპირისპირების გადაფარვას 12 წლის წინანდელი ამბების გახსნებით ცდილობდა. ისევ ნაციონალურ მოძრაობაზე ლაპარაკობდნენ და ისევ აგვისტოს ომს იხსენებდნენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100