სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"არ მჯერა, რომ ამ ოთხ კონგრესმენ ქალს ჩვენი ქვეყნის სიყვარული შეუძლია" - ტრამპი ფერადკანიან კონგრესმენებზე

რასიზმში ბრალდებების ფონზე, დონალდ ტრამპმა ფერადკანიან კონგრესმენ ქალებზე თავდასხმა გააძლიერა. ამჯერად შეერთებული შტატებს პრეზიდენტმა მათგან ამერიკისთვის ბოდიშის მოხდა მოითხოვა.

"არ მჯერა, რომ ამ ოთხ კონგრესმენ ქალს ჩვენი ქვეყნის სიყვარული შეუძლია. მათ ბოდიში უნდა მოუხადონ ამერიკას იმ საშინელებებისთვის, რაც მათ თქვეს"-დაწერა დონალდ ტრამპმა ტვიტერის ქსელში.

დაპირისპირება პრეზიდენტსა და მისი კრიტიკით ცნობილ კონგრესმენ ქალებს შორის გასულ კვირას დაიწყო. დონალდ ტრამპმა მათ იმ ქვეყნებში დაბრუნება ურჩია, საიდანაც ისინი ჩამოვიდნენ. საპასუხოდ კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპის კომენტარები რასისტულად შეაფასა და პრეზიდენტის გამონათქვამები სპეციალურ რეზოლუციაში დაგმო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100