სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დღეს ჩემი მეუღლისგან განქორწინების მოთხოვნა მივიღე

4 წლის იყო ჩემი შვილი, როდესაც საქართველო დავტოვე და ჩემი ოჯახის სარჩენად ამერიკაში წამოვედი სამუშაოდ. ჩემი 4 წლის ნიკოლოზი ტელეფონით გავზარდე, იავნანასაც ტელეფონით ვუმღეროდი. 17 წელია ამერიკაში ვარ. ამ ხნის განმავლობაში 21 სამსახური გამოვიცვალე, ძირითადად მოხუცებს ვუვლიდი, ვაჭმევდი, ვბანდი, წამლებს ვასმევდი და ვავარჯიშებდი. პირველივე ხელფასიდან დღემდე, მთელ ხელფასს საქართველოში ვაგზავნიდი. დრო გადიოდა, ნიკოლოზი იზრდებოდა, დროთა განმავლობაში ნიკოლოზიც უფრო იშვიათად მეკონტაქტებოდა და ჩემი მეუღლეც. ურთიერთობა ოჯახთან უფრო და უფრო ცივდებოდა. ფულის გამოგზავნას რამდენიმე დღით თუ დავაგვიანებდი, ჩემს ზარებსაც კი აღარ პასუხობდნენ, თუ პასუხობდნენ აგდებულად მელაპარაკებოდნენ. ერთხელაც გავიგე, რომ ჩემს მეუღლეს საყვარელი ყოლია. ამ ამბავზე ძალიან ვინერვიულე, მონატრების დეპრესიას ეს ნერვიულობაც დაემატა და შემექმნა ჯანმრთელობის პრობლემები. მკურნალობა დამჭირდა. მაგრამ იმედი მქონდა, რომ როცა ყველა პრობლემას მოვაგვარებდი, ჩავიდოდი საქართველოში და ჩემი მეუღლე ისევ დამიბრუნდებოდა. 20 წლის ასაკში ნიკამ ცოლი მოიყვანა და საჩუქრად მანქანა ვუყიდე, კი ვიფიქრე, რომ 20 წლის ბიჭისთვის შეიძლებოდა ზედმეტი ყოფილიყო მანქანა, მაგრამ იმდენად მენატრებოდა რომ მინდოდა ძალიან გამეხარებინა და მისთვის მაქსიმალური გამეკეთებინა. ნიკამ, ჩემი ნაჩუქარი მანქანით ორი ადამიანი იმსხვერპლა და მას 6 წელი მიუსაჯეს. უკვე ერთი წელია ციხეშია. ხვალ ჩემს მეუღლეს ოფიციალურად გავეყრები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100