სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უკრაინის რამდენიმე მაღალჩინოსანი და დაზვერვის უფროსის მეუღლე იმავე მძიმე მეტალებით მოწამლეს, რომლითაც მე - სააკაშვილი

უკრაინის რამდენიმე მაღალჩინოსანი და დაზვერვის უფროსის მეუღლე იმავე მძიმე მეტალებით მოწამლეს, რომლითაც მე - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ "რუსებს ყველგან ერთი ხელწერა აქვთ".

უკრაინის სამხედრო დაზვერვის რამდენიმე მაღალჩინოსანი და დაზვერვის უფროსის მეუღლე იმავე მძიმე მეტალებით მოწამლეს, რომლითაც მე რუსთავის ციხეში გასული წლის მარტში ვიყავი მოწამლული. რუსებს ყველგან ერთი ხელწერა აქვთ! ამასთან დაკავშირებით გამახსენდა, რომ 2008 წელს იმავე ნივთიერებებით მოწამლეს უკრაინის იარაღის ექსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი სერგეი ბონდარჩუკი, რომელიც ძალიან გვეხმარებოდა უკრაინიდან თავდაცვის საშუალებების მიღებაში. მაშინ მე ის ვახტანგ გორგასლის ორდენით დავაჯილდოვე". - წერს სააკაშვილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100