ზაქარია ქუცნაშვილი ჩარგლის, გუდანის, როშკისა და ბარისახოს მოსახლეობას შეხვდა
„ქართული ოცნებიდან“ დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია ქუცნაშვილი ფშავ-ხევსურეთში იმყოფებოდა.
მაჟორიტარობის კანდიდატი ჩარგლის, გუდანის, როშკისა და ბარისახოს მოსახლეობას შეხვდა. „ჩვენი მიზანია სოფლის ფეხზე დაყენება, სწორედ ამიტომ მივიღეთ „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების კანონი“ და დავაარსეთ მთის განვითარების ფონდი, დავიწყეთ როშკა-არხოტის დამაკავშირებელი 28.5 კმ გზის მშენებლობა. ავაშენებთ ჯუთა- როშკის ახალ გზას და სრულ რეაბილიტაციას გავუკეთებთ ჟინვალი - თვალივის დამაკავშირებელ გზის მონაკვეთს“,-განახცადა ქუცნაშვილმა. მისვიე თქმით, გვჭირდება მზარდი, განვითარებადი მთიანეთი და არა მხოლოდ ისეთი მთა, სადაც გზის, ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების სისტემების არსებობით ვიამაყებთ. „ჩვენ ამას თანმიმდევრული პოლიტიკით აუცილებლად შევძლებთ“,-აღნიშნა ქუცნაშვილმა.
(რეკლამა)
კომენტარი