სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„მრისხანების დღე“ მოსკოვის მერიის უარს მიტინგის ჩატარებაზე ნაწილობრივ დაემორჩილება

როგორც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, კვირას, 12 ივნისს, მოსკოვში, თეატრალურ მოედანზე დაგეგმილი „მრისხანების დღის“ ორგანიზატორებმა აქციის ჩატარების ნებართვის შესახებ მოსკოვის მერიაში გაგზავნილ წერილზე უკვე ოფიციალური უარი მიიღეს.

წერილში, რომელსაც ხელს მოსკოვის მერიის შესაბამისი განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილე აწერს, აღნიშნულია, რომ „ქალაქის ცენტრში აქციის ჩატარება ხელს შეუშლის ადგილობრივი ხელისუფლების მიერ რუსეთის დღის აღსანიშნავად დაგეგმილი სადღესასწაულო ღონისძიებების ჩატარებას“.

ამის მიუხედავად, აქციის ორგანიზატორები სულაც არ ამბობენ უარს „მრისხანების დღის“ მოწყობაზე. მათი თქმით, ხელისუფლებისგან მიტინგის ჩატარებაზე უარის თქმის გამო, აქცია მოეწყობა სახალხო მსვლელობის სახით – დროშებისა და ტრანსპარანტების გარეშე.

„მრისხანების დღის“ მონაწილეებმა შეხვედრის ადგილად მეტროსადგურ „ტეატრალნაიას“ მიმდებარე ტერიტორია დათქვეს, რომელიც ისტორიულ მუზეუმს უკავშირდება. ამის შემდეგ ისინი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის რეზიდენციისკენ გაემართებიან, რათა მას თავიანთი მოთხოვნები გადასცენ. მოქალაქეებს სურთ, შენობასთან „შავი ნიშნულები“ ანუ, შავი ფერის ნებისმიერი ნივთი მიიტანონ – იმის სიმბოლოდ, რომ მოსახლეობა არ ენდობა ხელისუფლების მიერ გატარებულ პოლიტიკას. აქციის ორგანიზატორები მონაწილეებს აძლევენ რჩევას, რომ მსვლელობაზე შავ ტანსაცმელსა და შავ სათვალეებში გამოწყობილი გამოცხადდნენ.

წყარო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100