ლიბიელი მეამბოხეების თქმით, კადაფი კვლავაც რჩება საფრთხედ
ლიბიელი მეამბოხეების შეფასებით, მუამარ კადაფი, რომლის ადგილსამყოფელიც უცნობი რჩება, კვლავინდებურად ქმნის საფრთხეს როგორც ლიბიაში, ისე მის საზღვრებს გარეთ. ეროვნული გარდამავალი საბჭოს თავმჯდომარემ, მუსტაფა აბდელ ჯალილმა ნატოს მოუწოდა, განაგრძოს მეამბოხეების მხარდაჭერა, რომელმაც დიდად შეუწყო ხელი კადაფის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში მეამბოხეების წარმატებას. ამ მოწოდებით ჯალილი გამოვიდა კატარში, მეამბოხეების მხარდამჭერი ქვეყნების წარმომადგენელთა შეხვედრაზე. ამასობაში, მეამბოხეთა სარდლებმა გამოაცხადეს, რომ უახლოვდებიან სურთს - კადაფის მშობლიურ ქალაქს, რომელიც ტრიპოლის აღმოსავლეთით, 360-მდე კილომეტრში მდებარეობს.
კომენტარი