არჩევნების გაყალბების სქემა - სოსო გოგაშვილი ჩვენების მიცემას აანონსებს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი, ჩვენების მიცემას აანონსებს. სუს-ის ექს-მაღაჩინოსანი მზად არის, არჩევნების გაყალბების სქემაზე ყველა კითხვას უპასუხოს.
გამომძიებლებს გოგაშვილი რუსთავის ციხის საკანში ელოდება, თუმცა ახლა გადაწყვეტილება მთავარმა პროკურატურამ უნდა მიიღოს.
ბატონი სოსოს პოზიცია ორი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ მასალებთან დაკავშირებით, არის ის, რომ საქმესთან დაკავშირებით დაიწყოს გამოძიება. ის გამოთქვამს მზადყოფნას, ითანამშრომლოს გამოძიებასთან და მიაწოდოს მის ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია. აქვს მოლოდინი, რომ დაკითხავენ"- აცხადებს გოგაშვილის ადვოკატი.
კომენტარი