საქართველოში კორონავირუსისგან 13 პაციენტი გამოჯანმრთელდა
საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 13 პაციენტი გამოჯანმრთელდა. 12 მათგანს ექიმები თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში, ერთს კი საჩხერეში მკურნალობდნენ.
გამოჯანმრთელებულების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge განთავსდა.
ამავე ვებგვერდის ინფორმაციით, ქვეყანაში ინფიცირების 81 შემთხვევაა დადასტურებული.
კომენტარი