სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ავსტრალია „ფეისბუქის“ გამოყენებას არასრულწლოვანებს აუკრძალავს

ავსტრალიის ხელისუფლება, სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ არასულწლოვანთათვის ხელმისაწვდომობის აკრძალვის საკითხს განიხილავს. როგორც ცნობილია, ფეისბუქის წესების მიხედვით, 13 წელზე უმცროს მომხმარებლებს, რეგისტრაციის უფლება ისედაც რა აქვთ. თუმცა, ბავშვები მშობლების დახმარებით, ან რეგისტრაციის დროს დაბადების თარიღის არასწორად მითითების საშუალებით, მაინც ახერხებენ ფეისბუქზე დარეგისტრირებას. შედეგად, „ფეისბუქის“ 20 მილიონი მომხმარებლიდან, დაახლოებით 7,5 მილიონი მომხმარებელი, 13 წლამდე ასაკისაა. აქედან, 5 მილიონი, საერთოდაც, 10 წელზე მეტის არ არის.

როგორც ირკვევა, ავსტრალიის ხელისუფლება შეწუხებული მშობლებისაგან მრავალრიცხოვან საჩივრებს იღებს იმასთან დაკავშირებით, რომ „ფეისბუქი“ მავნე ზეგავლენას ახდენს მათ შვილებზე და კარიერის პერსპექტივებზე უარყოფითად მოქმედებს. ქვეყნის იუსტიციის მინისტრის, რობერტ მაკლილენდის თქმით, „ფეისბუქის“ შეზღუდვის რამდენიმე ვარიანტი განიხილება, თუმცა, კონკრეტულად როგორ მოხერხდება ამის გაკონტროლება, უცნობია. სოციალურ ქსელ “ფეისბუქით”, 20 მილიონი ავსტრალიელი სარგებლობს.

ამასობაში, პოპულარული საიტი ფუნქციების გამრავალფეროვნებას იწყებს. “ფეისბუქმა” ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ამის შემდეგ კომენტარის ტექსტში ვიდეოს, ფოტოს ან ვებ საიტის დამატებაც იქნება შესაძლებელი. საამისოდ, საკმარისია კომენტარში ლინკის დადება, რის შემდეგაც ტექსტში შესაბამისი ფოტო ან ვიდეო ჩაჯდება. ანუ, ამის შემდეგ, კომენტარების ავტორები, უფრო უკეთესად შეძლებენ საკუთარი მოსაზრებების და ემოციების ვირტუალურად გამოხატვას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100