სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ავღანეთში აფეთქებამ ნატოს რამდენიმე სამხედრო პირი იმსხვერპლა

გუშინ ავღანეთში მოხმდარი ორი ტერაქტის ფარგმებში ნატოს შვიდი სამხედრო მოსამსახურე გარდაიცვალა.

ალიანსის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მსხვერპლი გზის სავალ ნაწილზე დადებულ ასაფეთქებელ მოწყობილობას მოჰყვა. ჯერჯერობით უცნობია გარდაცვლილთა ეროვნება და ვინაობა. აუცილებელია აღინიშნოს, რომ 2001 წლიდან მოყოლებული, დღემდე ავღანეთში სულ სამი ათასი სამხედრო პირი გარდაიცვალა.

გუშინ ქვეყნის სამხრეთ ნაწილში კი ერთ-ერთი პროვინციის პოლიციის შენობას თალიბები დაესხნენ. შედეგად 41 ადამიანი დაშავდა. გარდაცვლილთა შორის მშვიდობიანი მოქალაქეებიც არიან.

აღნიშნული ინცინდენტის ფარგლებში გარდაიცვალა ოთხი პოლიციელი და 22 თავდამსხმელი. დაშავებულებიდან შვიდი სამართალდამცავი პირი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება, მათ სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები აქვთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100