სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ახლა ძალიან ბედნიერი ვარ, ჩემი თვალები ბრწყინავს... მე და გიას გვაქვს ერთი ძალიან დიდი მიზანი - შვილებზე ზრუნვა" - თაკო ტაბატაძე მეუღლესთან დაშორებასა და გავრცელებულ ჭორებზე

"ახლა ძალიან ბედნიერი ვარ, ჩემი თვალები ბრწყინავს... მე და გიას გვაქვს ერთი ძალიან დიდი მიზანი - შვილებზე ზრუნვა" - თაკო ტაბატაძე მეუღლესთან დაშორებასა და გავრცელებულ ჭორებზე 09:23 / 30-03-2023 "ახლა ძალიან ბედნიერი ვარ, ჩემი თვალები ბრწყინავს... მე და გიას გვაქვს ერთი ძალიან დიდი მიზანი - შვილებზე ზრუნვა" - თაკო ტაბატაძე მეუღლესთან დაშორებასა და გავრცელებულ ჭორებზე ერთი წლის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ თაკო ტა­ბა­ტა­ძე და გია ბა­ღაშ­ვი­ლი ერ­თმა­ნეთს და­შორ­დნენ. წყვილ­მა 2009 წელს იქორ­წი­ნა, იმ­ჟა­მად თაკო 17 წლის იყო და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მათ შო­რის 20 - წლი­ა­ნი ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბა იყო, წყვი­ლი ბედ­ნი­ე­რად გრძნობ­და თავს. 10 - წლი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბი­სა და ოთხი გო­გო­ნას და­ბა­დე­ბის შემ­დეგ, ოჯა­ხი და­ინ­გრა და ახლა ცალკ-ცალ­კე ცხოვ­რო­ბენ. თა­კოს 4 შვი­ლის დე­დო­ბა წარ­მა­ტე­ბულ სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რა­ში ხელს არ უშ­ლის. ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბი ბოლო წლებ­ში რამ­დე­ნი­მე უცხო­ურ ფილმში გა­და­ი­ღეს, მათ შო­რის ინ­დურ ფილმში. მე­უღ­ლეს­თან და­შო­რე­ბა­სა და მომ­ხდა­რის შემ­დეგ სა­ზო­გა­დო­ე­ბის რე­აქ­ცი­ებ­ზე მან "ნა­ნუ­კას შო­უ­ში" ისა­უბ­რა: "ზო­გა­დად მსოფ­ლმხედ­ვე­ლობ­რი­ვი ცვლი­ლე­ბე­ბი ხდე­ბა ასა­კის მა­ტე­ბას­თან ერ­თად. 17 წლის ვი­ყა­ვი, როცა გავ­თხოვ­დი. თით­ქოს ერ­თად იზ­რდე­ბით, პირ­ვე­ლი პე­რი­ო­დი იყო დიდი ემო­ცი­ე­ბის პე­რი­ო­დი, შემ­დეგ შე­მო­დის პრობ­ლე­მე­ბი, მერე ბავ­შვე­ბი და მეტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ჩნდე­ბა. მერე უკვე ხვდე­ბი, საით მი­დი­ხართ - შენ სად მი­დი­ხარ, ის საით მი­დის. ირ­ჩევ პრო­ფე­სი­ას... ამ დროს შე­იძ­ლე­ბა რა­ღა­ცებ­ში ვერ შე­თან­ხმდე ადა­მი­ან­თან. სამ­წუ­ხა­როა და ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლია. მინ­და ვთქვა, რომ დე­დო­ბა ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე დიდი მო­ნა­პო­ვა­რია. მინ­და, ჩემი გო­გო­ნე­ბის­თვის მა­გა­ლი­თი ვიყო" - ამ­ბობს თაკო. მსა­ხი­ო­ბის თქმით, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ­დე ძა­ლი­ან ბევ­რი იფიქ­რა იმა­ზე, თუ რო­გორ მი­ი­ღებ­და ამას სა­ზო­გა­დო­ე­ბა: "რა­ღა­ცა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ერთ დღე­ში არ ხდე­ბა. ძა­ლი­ან ბევ­რი ვი­ფიქ­რე და ზუს­ტად ვი­ცო­დი, იმ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც ქა­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ იბ­რძვის, ძა­ლი­ან მწვა­ვედ მი­ი­ღებ­და ამას. ყვე­ლა­ზე მტკივ­ნე­უ­ლი იყო ერთი რა­ღაც, ძა­ლი­ან ტრა­გი­კუ­ლი ფაქ­ტი მოხ­და ჩემს სახ­ლთან, ახალ­გაზ­რდა ქალი სას­ტი­კად მოკ­ლა კაც­მა. ეს ჩა­მე­ბეჭ­და თავ­ში. შემ­დეგ ვკი­თხუ­ლობ ამ თე­მა­ზე სტა­ტი­ას, ჩავ­ყე­ვი კო­მენ­ტა­რებს და სა­ში­ნე­ლე­ბე­ბი წა­ვი­კი­თხე. წერ­დნენ, ეტყო­ბა გა­მო­იწ­ვია ქალ­მა, კარ­გი ქალი თავს არა­ვის მო­აკ­ვლე­ვი­ნებ­სო და ა.შ. მა­შინ მივ­ხვდი, რომ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც მსხვერ­პლს ადა­ნა­შა­უ­ლებ­დნენ, არ შე­იძ­ლე­ბა მი­სა­ღე­ბი იყო. ჩემს შვი­ლებ­საც ვას­წავ­ლი, არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი, ყვე­ლას უყ­ვარ­დე", - ჰყვე­ბა თაკო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100