სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"იმედია, რომ ეს არჩევნები სიკეთეს მოიტანს" - პატრიარქმა ხმა გადასატანი ყუთის მეშვეობით მისცა

"მინდა მივმართო მომავალ ხელისუფლებას და ოპოზიციას, რომ ითანამშრომლონ, მოუსმინონ ერთმანეთს", - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ განაცხადა.

პატრიარქმა ხმის მიცემის პროცედურაში მონაწილეობა გადასატანი ყუთის მეშვეობით მისცა.

მივმართავ სრულიად საქართველოს, რომ ყველა მივიდეს არჩევნებზე. იმედია, რომ ეს არჩევნები სიკეთეს მოიტანს. მე მინდა მივმართო მომავალ ხელისუფლებას და ოპოზიციას, რომ ითანამშრომლონ, მოუსმინონ ერთმანეთს. მე იმედით ვუყურებ მომავალს, ღმერთმა დალოცოს საქართველო და მთელი მსოფლიო”, - განაცხადა ილია მეორემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100