11 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
კურო
შემოქმედებითი აღმასვლის დღეა. პროფესიულ საქმიანობაში წინსვლა გელით. ხელმძღვანელობა თქვენს საქმიან თვისებებს აუცილებლად დააფასებს. ჩანაფიქრის განხორციელებისთვის შესაფერისი დროა.
ტყუპები
ხელსაყრელი დღეა სავაჭრო გარიგებებისა და სარისკო ოპერაციებისთვის. პროფესიულ საქმიანობაში მოულოდნელი წინსვლა გელით. გაითვალისწინეთ, რომ მეგობრების დახმარების გარეშე წსარმატების მიღწევა გაგიჭირდებათ. დღის მეორე ნახევარში შესაძლოა, მოვლენები ისე არ განვითარდეს, როგორც თქვენ გინდათ. სამწუხაროდ, თქვენ ვერაფერს შეცვლით.
კირჩხიბი
შემოქმედებითი აღმაფრენის დღეა, რომელიც სავსე იქნება საინტერესო მოვლენებით. თქვენი მუშაობა საუკეთესო შედეგებს მოგიტანთ. თქვენს სერიოზულობას, შრომისმოყვარეობას და დისციპლინას ხელმძღვანელობა სათანადოდ დააფასებს. ძველი მეგობრებისგან სასიამოვნო შეტყობინება გელით.
ლომი
ხელსაყრელი დღეა სტუდენტი და მასწავლებელი ლომებისთვის. მოსალოდნელია სასიხარულო შეტყობინება ან ხელმძღვანელობის წახალისება. მოსალოდნელია მეგობრებთან შეხვედრა ან სასიამოვნო სექსუალური კონტაქტები.
ქალწული
წარმატებული დღეა ბიზნესმენი და კომერსანტი ქალწულებისთვის. სავაჭრო შერთანხმებები და გარიგებები კარგ შემოსავალს მოგიტანთ. სარისკო ოპერაციებიც კი წარმატებით დასრულდება. პროფესიულ საქმიანობაში მოულოდნელი წინსვლა გელით. ხელსაყრელი დღეა მეგობრებთან ურთიერთობისა და სექსუალური კონტაქტებისთვის.
სასწორი
ხელსაყრელი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისა და გამოცდილების გაზიარებისთვის. ეს დღე სავსეა პირად ცხოვრებაში საინტერესო მოვლენებით. შეგიძლიათ ახლობელი ადამიანების დახმარების იმედი გქონდეთ. შესაძლოა, გეჩვენებათ, რომ მოვლენები ისე არ ვითარდება, როგორც გეგმავდით, მაგრამ ცხოვრება ხომ მოულოდნელობებით არის სავსე.
მორიელი
ცვლილებების დღეა, რომელმაც შესაძლოა, ფინანსურად დაგაზარალოთ. შეგიძლიათ, თქვენი თამამი ჩანაფიქრი განახორციელოთ, თუმცა სასურველ შედეგს ვერ მიიღებთ. გაითვალისწინეთ, რომ უფროსების რჩევის იგნორირებამ შეიძლება შეცდომები გამოიწვიოს. არ გინდათ, დაიჯეროთ, რომ ისინი თქვენზე ჭკვიანები არიან, მაგრამ ფაქტი ჯიუტია.
მშვილდოსანი
ეს დღე საინტერესო მოვლენებით და მოულოდნელობებით სავსეა. სასიყვარულო კავშირები კმაყოფილებას და თავდაჯერებულობას მოგიტანთ. ეცადეთ, პარტნიორი საკუთარი გატაცებით დააინტერესოთ, თორემ მალე თქვენი ურთიერთობა დასრულდება. გამორიცხული არ არის, რომ ძველ მეგობრებთან ერთად დრო სასიამოვნოდ გაატაროთ.
თხის რქა
ხელსაყრელი დღეა ბიზნესმენი და კომერსანტი თხის რქებისთვის. შესაძლოა, სასიამოვნო შეტყობინება ან ერთობლივ პროექტში მონაწილეობის შეთავაზება მიიღოთ. დაუფიქრებლად ნუ დათანხმდებით, გაითვალისწინეთ, რომ წარმატებისთვის დიდი დრო და ძალისხმევა დაგჭირდებათ.
მერწყული
აქტიური სამუშაო დღეა. შესაძლოა, დაშვებულმა შეცდომებმა გაიძულოთ საქმეში თავით გადაეშვათ. წარმატებით შეძლებთ საკუთარი შესაძლებლობების გამოყენებას თვითგამოხატვისა და საკუთარი პოზიციების გამტკიცებისთვის. შესაძლოა, მხარდაჭერა ისეთი ადამიანებისგან მიიღოთ, ვისაც მოკავშირეებად არასოდეს თვლიდით.
თევზები
ეს დღე დანაკარგს განასახიერებს. მოსალოდნელია გაუთვალისწინებელი ხარჯები, ქურდობა ან ძარცვა. ყოველდღიური საქმეები ძალიან დაგღლით, თუმცა დღის მეორე ნახევარში მეგობრების სტუმრობა გაგამხიარულებთ.
კომენტარი