სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"კარის შემომტვრევამ და სპეცრაზმელების სახემ გააღვიძა"- აი, რას წერს მარიამ კუბლაშვილი დაკავებული რუსლან ალდამოვის შვილზე

სპეცოპერაციის დროს დაკავებული რუსლან ალდამოვის ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი დაკავებულის შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს და ნახეთ რას წერს პატარა გოგონაზე:

- შენ ჩემი მამის ადვოკატი ხარ?
- კი.
- შენ ხომ შეაშინებ პოლიციელებს? შავი სახე რომ აქვთ და ყვირიან, მერე ბევრი თოფები აქვთ და ღამე მოდიან, რომ სახლი დაგვიმტვრიონ და მშობლები წაიყვანონ..მეშინია, აქ იყავი ჩვენთან. ძალიან დიდი ფეხები აქვთ, ბოროტები არიან.
- არა, ის პოლიციელები არ არიან. ნუ გეშინია, არავინ წაიყვანს შენს მშობლებს და არაფერს დაგიშავებენ, ეტყობა სიზმარი ნახე.
- რატომ მატყუებ? მამა წაიყვანეს და როდის მოიყვანენ? შენ მომიყვან მამას?
- ვეცდები შვილო, ვეცდები...

დაკავებული რუსლან ალდამოვის შვილი. ქაღალდისგან ყვავილი გავუკეთეთ და მივეცით, დახია და დააგდო. მთელი ამ ხნის განმავლობაში მიყვებოდა თოფებზე, ხმაურზე, ყვირილზე, მტვრევაზე და მშობლების წართმევაზე. ყველაფერი თავის თვალით ნახა და მოისმინა ღამის 4:00 საათზე. კარის შემომტვრევამ და სპეცრაზმელების სახემ გააღვიძა. ის ყველაზე უფროსია, 3 მცირეწლოვანი და-ძმაც მის გვერდით ტიროდნენ...რუსლად ალდამოვი მშვიდად ხელაწეული გამოვიდა ოთახიდან გაკვირვებული და იკითხა რა ხდებოდა, რატომ ააწიოკეს ოჯახი. მშვიდადაც წავიდა სადაც დღემდეა..ამ ბავშვების ფსიქიკაზე ვინმე ფიქრობს და დარდობს?

ღამის სადისტური სპეცოპერაციის კიდევ ერთი უმნიშვნელო დეტალი..და ეს ბავშვები ჩვენი მომავალია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100