სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჩრდილო კავკასიაში მოსისხლეთა შურისძიებების სერია გრძელდება

ჩრდილო კავკასიაში აფეთქებების, მკვლელობებისა და დაპატიმრებების სერია ისევ გრძელდება. რამდენიმე დღის წინ ცნობილი ორგანიზაციის “კავკასიის იმარატის” ინგუშეთის ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ისა ხაშაგულოვი დააკავეს. როგორც “კავკაზკი უზელი” იუწყება, სამართალდამცავებმა ქალაქ კარაბულაკში ხაშაგულოვის საკუთარ სახლში ჩხრეკა 25 სექტემბერს დღისით ჩაატარეს, თავად ის კი ნაზრაანში დააკავეს, სადაც ის წამლების საყიდლად იყო წასული, - ამის შესახებ “კავკაზკი უზელს” ადგილობრივმა უფლებადამცველმა მაგომედ მუცოლგოვმა აცნობა.
დსკფჯსდკლფლ;სდფკ;
როგორც ფეესბეს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური იუწყება, დაკავებული უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებების ხელმძღვანელობასა და იარაღის უკანონო ტარება-გამოყენებაშია ეჭვმიტანილი.
დსკფჯსდკლფლ;სდფკ;
როგორც ცნობილია, “კავკასიის იმარატი,” რომელიც სამი წლის წინ შეიქმნა და რომლის ემირადაც დოკუ უმაროვია, რუსეთის ფედერაციისთვის საფრთხედ იქცა.
დსკფჯსდკლფლ;სდფკ;
თებერვალში, რუსეთის ფედერაციის უმაღლესმა სასამართლომ “იმარატი” ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა და აღნიშნა, რომ მისი არსებობა საფრთხეს უქმნის რუსეთის ტერიტორიულ მთლიანობას. შეგახსენებთ, ორგანიზაციის მიზანი, უმაროვის განმარტებით, კავკასიაში ისლამური სახელმწიფოს შექმნა იყო. ამ ორგანიზაციის სახელს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არაერთი ტერაქტის ორგანიზება უკავშირდება.
დსკფჯსდკლფლ;სდფკ;
დაძაბულობა გრძელდება ჩეჩნეთსა და დაღესტანში. ჩეჩნეთის პრეზიდენტმა, რამზან კადიროვმა, ახლახანს ახალი სპეცოპერაცია, სახელწოდებით ”შურისძიება” დაასრულა. როგორც რუსული პრესა სანდო წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, სადამსჯელო ოპერაცია ჩეჩნეთის მთებში რამდენიმე დღე მიმდინარეობდა და მას თავად კადიროვი ხელმძღვანელობდა.
დსკფჯსდკლფლ;სდფკ;
ოპერაციის მიზანი იმ მეამბოხეთა დასჯა იყო, რომლებიც 25 აგვისტოს კადიროვის სოფელს დაესხნენ თავს. თავდასხმისას სულ 25 ადამიანი დაიღუპა, გავრცელებული ოფიციალური მონაცემებით, აქედან 12 ამბოხებული იყო, შვიდი მშვიდობიანი მოქალაქე , დანარჩენი 6 - მილიციელი.
მიუხედავად იმისა, რომ პირველივე შეტაკებისას ამბოხებულთა რაზმმა ბუნებრივი პირობებით ისარგებლა და გაიქცა, გავრცელებული ინფორმაციით, სპეცოპერაცია “შურისძიების” მიზანი ბოლომდე ამოწურული არ არის.
სპეცოპერაციაში ჩართული იყო რუსეთის დუმის დეპუტატი ადამ დელიმხანოვი, რომელიც ერთ-ერთ სპეცრაზმს ხელმძღვანელობს.
დსკფჯსდკლფლ;სდფკ;
აღნიშნულ სპეცოპერაციაში ჩეჩნეთის შსს-ს ბატალიონები “სევერ”-ი და “იუგ”-იც მონაწილეობდა. გარდა ამისა, ოპერაციაში ჩართული იყო ჩეჩნეთის მილიციის სპეცრაზმი. კადიროვის უახლოესი თანამებრძოლი, დეპუტატი დელიმხანოვის რაზმი კი, როგორც სანდო წყაროები იტყობინება, აჩხოი-მარტანის რაიონშია გამაგრებული.
დსკფჯსდკლფლ;სდფკ;
სპეცოპერაციისას ერთი სპეცრაზმელი დაიღუპა, ერთი დაშავდა. სავარაუდოდ, დაშავებულია რამდენიმე მეამბოხეც.
დსკფჯსდკლფლ;სდფკ;
რაც შეეხება დაღესტანს, აქ გასულ კვირას რამდენიმე მკვლელობა მოხდა: სოფელ ლენინკენტში უცნობი პირები თავს დაესხნენ ადგილობრივი მილიციის თანამშრომლებს. როგორც რუსული წყაროები იტყობინებიან, თავდამსხმელებმა ეზოში გამოიყვანეს მილიციელი, გასროლის ხმაზე კი მისი ოჯახის წევრებიც გამოვიდნენ, თავდამსხმელებმა პოლიციელის ცოლსა და შვილსაც გაუხსნეს ცეცხლი, 17 წლის გოგონა და მილიციელი ადგილზე დაიღუპა.
დსკფჯსდკლფლ;სდფკ;
რესპუბლიკის შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, მსგავსი შემთხვევა რამდენიმე დღის წინაც მოხდა, ბოროტმოქმედთა მცირე დაჯგუფების თავდასხმისას ორი პოლიციელი დაიღუპა.
დსკფჯსდკლფლ;სდფკ;
პერიოდულად, უცნობთა შეიარაღებული ბანდები თავს ესხმიან სამართალდამცავებს. აღძრულია რამდენიმე სისხლისამართლის საქმეც.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100