მედია ჰოლდინგ დრონი.ჯი-ს განცხადება
ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ზურაბ ნოღაიდელი „დრონი.ჯი“-ს ჟურნალისტებს ემუქრება. „გირჩევთ, ფრთხილად იყავით, მართლა გეუბნები, სერიოზულად ვამბობ, ვიმეორებ, ფრთხილად იყავით“, – მიმართა მან ინტერვიუზე მისულ „დრონი.ჯი“-ს ჟურნალისტს, ქეთი ხომერიკს.
ნოღაიდელი გააღიზიანა გაზეთ „დრონი.ჯი“-სა და „დრონი.ჯი“-ს ინტერნეტ გამოცემაში (www.droni.ge) დაბეჭდილმა სტატიამ, რომელიც მის წარსულს ეხებოდა.
შესაძლოა, მისი აღშფოთება გამოიწვია „დრონი.ჯი“-ს ჟურნალისტის, ლევან ჯავახიშვილის მიერ „ეროვნული საბჭოს“ ლიდერების, ზვიად ძიძიგურისა და კახა კუკავას გამონათქვამების გამოქვეყნებამაც (ზვიად ძიძიგური: ნოღაიდელი არის არაკაცი, კახა კუკავა: ნოღაიდელი იქნება ერთი პირველთაგანი, რომელსაც ციხეში მივაბრძანებ).
მედია-ჰოლდინგი „დრონი.ჯი“, ზურაბ ნოღაიდელის სიტყვებს, ჩვენი ჟურნალისტების მიმართ, აფასებს როგორც მუქარას, დაშინების მცდელობას და კატეგორიულად მოუწოდებს მას, თავი შეიკავოს ამგვარი გამოხტომებისგან, როგორც ჩვენი ჰოლდინგის ჟურნალისტების, ისე ზოგადად, მედიის წარმომადგენლების მიმართ.
მედია ჰოლდინგი „დრონი.ჯი“ გმობს ჟურნალისტებზე ზეწოლას და სთხოვს როგორც საქართველოს ხელისუფლებას, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებს, აღკვეთონ ჟურნალისტების წინააღმდეგ წარმოებული კამპანია.

კომენტარი