სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თანამედროვე ნამუშევრები აჭარის მაღალმთიანეთში

წელს პირველად, აჭარის მუნიციპალიტეტების კედლები დაშენობები თანამედროვე ნამუშევრებით მოიხატება. პროექტშიჩართულია ქართველი და უცხოელი მხატვრები, რომლებიცრამდენიმე კვირის განმავლობაში ბათუმში, ქობულეთში,ხელვაჩაურში, ქედაში, შუახევსა და ხულოში სხვადასხვათემატიკით კედლებს მოხატავენ.

ხულოში შესრულებული ნამუშევრები აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემნათია სირაბიძემ დაათვალიერა.

„ქუჩის მხატვრობის ხიბლი იმაშია, რომ შეიძლება სრულიად მოულოდნელ ადგილას შეგხვდეს ძველ შენობასა თუკედელზე. ჩვენც გადავწყვიტეთ მუნიციპალიტეტებში მოგვეხატა კედლები და შენობები. წელს პირველად სტრიტარტ ფესტივალი აჭარის ყველა მუნიციპალიტეტს მოიცავს“-აღნიშნა ნათია სირაბიძემ.

პროექტში ავსტრიელი მხატვარი ოლივიე ჰოლზლიც მონაწილეობს,რომელმაც ხულოს ცენტრში კედელი მოხატა.მხატვარმა თავისი ინტერპრეტაციით წარმოადგინა სხვადასხვა ეპოქა და საქართველოს პოლიტიკური სვლაევროპის მიმართულებით. ნამუშევარზე ასახულია მე-19 საუკუნის აჭარის მკვიდრთა პორტრეტები, საბჭოთასიმბოლოების გროვა და ავსტრიელი ხალხი, როგორც ევროპული ოჯახის ნაწილი.

“Street Art Festival” -ი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის „კულტურულიცხოვრების გააქტიურება და პოპულარიზაცია“ ფარგლებში ხორციელდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100