სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ერთადერთი ძალა, რომელსაც შესწევს უნარი ქვეყანა გამოიყვანოს კრიზისიდან არის "ნაციონალური მოძრაობა"

საქართველოში წინასაარჩევნო ციებცხელებაა. პარტიებმა უკვე წარადგინეს კანდიდატების სიები. დრონი.ჯიმ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხაშურის მაჟორიტარობის კანდიდატ როინ მახარობლიშვილთან ინტერვიუ ჩაწერა და მას საარჩევნო გეგმებზე გაესაუბრა:

რატომ გადაწყვიტეთ არჩევნებში მონაწილეობის მიღება?

დღეს ქვეყანა დგას ბევრი საფრთხის წინაშე, საქართველო არის გადასარჩენი და ერთადერთი ძალა, რომელსაც შესწევს უნარი ქვეყანა გამოიყვანოს ამ კრიზისიდან და დააყენოს განვითარების გზაზე არის მხოლოდ "ნაციონალურ მოძრაობა". ჩემთვის ძალიან დიდი ღირსება და პასუხისმგებლობაა, რომ მე ხაშურის მოსახლეობის წინაშე წარვსდგე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სახელით და მოვიპოვოთ გამარჯვება.

როგორია თქვენი საარჩენო პროგრამა?

ჩვენი საარჩევნო პროგრამა შეეხება ყველა იმ რეფორმის გაგრძელებას, რომელიც 2003 წლიდან "ნაცინალურმა მოძრაობამ" დაიწყო და რომელიც ამ უუნარო ხელისუფლებამ გააჩერა და მათ ამით დააპაუზეს ქვეყნა. ეს ყველაფერი აუცილებლად გაგრძელდება ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. ჩვენ ამაში ჩავდებთ ყველაფერს და აუცილებლად განვახორციელებთ.

რა ხდება რაიონში, რა მდგომარეობაა, როგორია ხალხის განწყობა?

ხალხის განწყობა აბსოლუტურად შეცვლილია ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ..ხალხს იმედი ჰქონდა, რომ 2012 წლის შემდეგ, რაც კარგი იყო გაგრძელდებოდა და რაც ცუდი იყო ის დამთავრდებოდა. სინამდვილეში მოხდა ყველაფერი პირიქით. ხელისუფლება დაკავებული უნდა ყოფილიყო დემოკრატიის განვითარებით და დაპირებების შესრულებით, სინამდვილეში კი ხელისუფლება დაკავებული იყო და არის ერთადერთი რამით, "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ შურისძიებით და საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მიმართული კამპანიით.

რატომ უნდა დაგიჭიროთ ხალხმა მხარი თქვენ და არა სხვა კანდიდატს?

ყველას გვახსოვს 2003 წელს რა გაპარტახებული, ჩაბნელებული, უპერსპექტიო ქვეყანა ჩაიბარა "ნაციონალურმა მოძრაობამ". რამოდენიმე წელში კი სრულიად სხვა რეალობა მივიღეთ. არ დარჩენილა არცერთი სფერო, სადაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" მნიშვნელოვან წარმატებას არ მიაღწია. რომელი ერთი ჩამოვთვალო, ქართული ჯარი, ქართული პოლიცია, ჯანდაცვა, განათლება და უამრავი რეფორმა. "ნაციონალურმა მოძრაობამ" 2012 წელს ქართულ ოცნებას გადააბარა სრულიად აწყობილი, გამართული, დემოკრატიული სრულიად ახალი საქართველო, სადაც ხალხს ჰქონდა სახელმწიფოებრიობის განცდა და წარმატებებების და მომავლის იმედი. დღეს ეს ყველაფერი აღარ არსებობს. ამიტომ ერთადერთი ძალა, რომელსაც შეუძლია იგივე განცდა დაუბრუნოს ქართველ ხალხს არის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა". ამიტომ ჩვენ დარწმუნებულები ვართ რომ გავიმარჯვებთ და 9 ოქტომბრიდან სრულიად სხვა რეალობა იქნება საქართველოში.

როდის აპირებთ აქტიური საარჩევნო კამპანიის დაწყებას?

ჩვენ საარჩევნო კამპანია უკვე 2 თვეა დაწყებული გვაქვს, მაგრამ გუშინდელი დღიდან თვისობრივად სრულიად სხვა ეტაპზე გადავიდა მოძრაობა. ჩვენ ყველა ოჯახში მივალთ, ყველას წარვუდგენთ სამოქმედო გეგმას, რითაც ვფიქრობთ რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ და ჩვენ ქვეყნას აუცილებლად გამოვიყვანთ ამ კრიზისიდან და ერთადერთი ძალა, რომელიც ამას გააკეთებს არის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა".

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100