სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ობამას რეიტინგმა საუკეთესო მაჩვენებელს მიაღწია

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ, ბარაკ ობამას რეიტინგმა ბოლო ორ წელში საუკეთესო მაჩვენებელს მიაღწია. "ასოშეიტიდ პრესის" მიერ გამოკითხულთა 60 პროცენტი მიიჩნევს, ობამა ქვეყნის პრეზიდენტი მეორე ვადითაც უნდა გახდეს. როგორც რეიტინგის შემქნელები აცხადებენ, ობამას რეიტინგის ასეთი მატება მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტის, ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციამ გამოიწვია.

მარტის დასაწყისში ობამას რეიტინგი 53 პროცენტი იყო. ბინ ლადენის ლიკვიდაციის შემდეგ, ობამას რეიტინგი სხვა გამოკითხვებს შორის საშუალოდ 50-57 პროცენტს შორის მერყეობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100