სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ჰოლოგრამა - Huawei-ის ყველა ტელეფონს!“

„ჰოლოგრამა - Huawei-ის ყველა ტელეფონს!“

სექტემბრიდან ჩინური მულტინაციონალური ქსელური და სატელეკომუნიკაციო კომპანიამ Huawei მომხმარებლის დაცვის მიზნით ახალო კამპანია დაიწყო. „ჰოლოგრამა - Huawei-ის ყველა ტელეფონს!“ ასე ჰქვია აღნიშნულ კამპანიას, რომელსაც Huawei კომპიუტერულ მაღაზიათა ქსელ „ალტასთან“ ერთად ახორციელებს, რაც ამ ბრენდის სმარტფონების ჰოლოგრამიანი გამოსახულებით უზრუნველყოფას მოიცავს.

„ჰუავეი“-ის პროდუქციაზე გაზრდილმა მოთხოვნამ და ინტენსიურმა აქტივობამ ჩრდილოვანი ბაზარი „წაახალისა“, რამაც ქართულ ბაზარზე არასანქციონირებული პროდუქციის შემოდინების რისკი გაზარდა. მსგავსი ფაქტებიც უკვე მრავალჯერ დაფიქსირდა. „ჰუავეი“ თავს ვალდებულად თვლის დაიცვას მომხმარებელი მოსალოდნელი პრობლემებისგან, რომელიც შესაძლოა შეიქმნას ოფიციალური გარანტიის არ მქონე და საეჭვო წარმოშობის პროდუქციის შეძენის შემთხვევაში. „ჰუავეი“ ერთადერთი ჩინური კომპანიაა, რომელიც ებრძვის უხარისხო ჩინურ სტერეოტიპს, თავისი მაღალი პროდუქციითა და საგარანტიო პირობებით. კომპანიას საქართველოში გააჩნია ოფიციალური სარეალიზაციო არხები და სერვის ცენტრი, რომელიც მომხმარებელს მაღალი ხარისხის პროდუქციითა და ოფიციალური გარანტიით უზრუნველყოფს. საცალო ბაზარზე Huawei-ს ექსკლუზიური პარტნიორია კომპანია ალტა.

შეგახსენებთ, სატელეკომუნიკაციო ტექნიკის მწარმოებელი გლობალური ბრენდიHuawei” საქართველოს ბაზარზე 2001 წლიდან წარმატებულად ოპერირებს და ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებს სატელეკომუნიკაციო და ფიჭური კავშირგაბმულობის სფეროში მოღვაწე ავტორიტეტულ ქართულ კომპანიებთან. ქართულ საცალო ბაზარზე კი ოფიციალურად 2012 წლის ნოემბერში გამოჩნდა და მისი ათვისება მობილური ტელეფონებისა და პლანშეტური კომპიუტერების საშუალებით წარმატებით დაიწყო. მომხმარებელს ხელმისაწვდომ ფასად უმაღლესი ხარისხისა და შესაძლებლობების პროდუქციას წარმოუდგინა. „Huawei”-ის სმარტფონების ექსკლუზიური პარტნიორი საქართველოში შემოსვლისთანავე კომპანიაალტაგახდა. შესაბამისად, კომპანიას საქართველოში უკვე გააჩნია ოფიციალური სარეალიზაციო არხები და სერვის ცენტრი, რომელიც მომხმარებელს უზრუნველყოფს პროდუქციის მაღალი ხარისხითა და ოფიციალური გარანტიით.

მსოფლიო ბაზარზე ჩინური მულტინაციონალური ქსელური და სატელეკომუნიკაციო კომპანია „Huawei“ 1988 წლიდან მოღვაწეობს. მისი ოფისები 130-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი და 140 000 მდე თანამშრომელი ჰყავს, რომელთა 46 %-იც კვლევებისა და განვითარების კუთხით მუშაობს. მსოფლიო სატელეკომუნიკაციო ბაზარზე 2G/3G მობილურ ტექნოლოგიებში კომპანიაჰუავეიმასშტაბური კომპანიების სამეულში შედის, ხოლო ფიქსირებულ, ოპტიკურ-სატრანსმისიო და CDMA/WiMax ტექნოლოგიებში პირველ ადგილზეა. 2010 წელს Huawei- მოგებამ 3.7 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. მსოფლიოს 50 უდიდესი მობილური ოპერატორებიდან 45 ჩინური გიგანტის პროდუქტებითა და სერვისებით სარგებლობს.”ჰუავეისაქართველოში 2001 წლიდან არის წარმოდგენილი და თანამშრომლობს თითქმის ყველა მობილურ ოპერატორთან და ინტერნეტ პროვაიდერთან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100