სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დედიშობილა მოდელებმა პოდიუმზე დიზაინერის... ქუდები წარმოადგინეს (+ფოტო)

თუმცა, ალბათ, თითოოროლა ქალი ან კაცი თუ მოიძებნება დეფილეზე მყოფთაგან, ვინც იმ დღეს ქუდებს ყურადღება მიაქცია: აბა, რა დროს ქუდები იყო, როცა პოდიუმზე სრულიად შიშველი მოდელი ქალები დანარნარებდნენ და ასევე დედიშობილა მოდელი მამაკაცები დაჯლიგინებდნენ...

ლონდონს, აბა, ვინ და რით გააკვირვებს, მაგრამ ჯერაც უცნობი ფრანგი დიზაინერის რობინ კუოლის დეფილეზე მისულები მაინც შოკში ჩავარდნენ, როცა პოდიუმზე შიშველი მოდელები იხილეს და მათ შორის არამარტო მამაკაცები, არამედ... ერთი ორსული მოდელიც, რომელიც ორსულობის მე-8 თვეში იმყოფება - სოფია კეჰილი, ამავდროულად, ყოფილი „მის უელსი“. აღსანიშნავია, რომ გაშიშვლებულთა შორის ყველაზე უფროსი 50 წლის ქერა მამაკაცი იყო.

ლონდონის მოდის კვირეულზე რობინ კოულმა ასე და ამგვარად გააპიარა თავისი ქუდები: „ჩემი ძირითადი მიზანი, რა თქმა უნდა, პიარი იყო. როცა უცნობი ხარ, რამენაირად უნდა გააცნო თავი ყველას. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, სხვადასხვა პარამეტრების, ასაკისა და ორივე სქესის მოდელები მომეწვია - ხომ მნიშვნელობა არა აქვს, როგორი პარამეტრები გაქვთ, როცა ქუდს ირჩევთ? რაც შეეხება ორსულ მოდელს, ესეც ჩემი იდეა იყო - ასეთი რამ იშვიათად ხდება და ყველასთვის საინტერესოა“, - განაცხადა დიზაინერმა.

საბოლოოდ კი, შეიძლება ითქვას, რომ დიზაინერის მეთოდმა გაამართლა. მართალია, ლონდონს მსგავსი დეფილეები ადრეც ახსოვს (მაგალითად, 2010 წლის სექტემბერში), მაგრამ მაშინ მოდელებს შორის არც მამაკაცები იყვნენ და არც ორსული...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100