სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

Squid Game-ის გავრცელებისთვის კაცს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს - დაპატიმრებულია 7 სკოლის მოსწავლე

ჩრდილოეთ კორეაში Netflix-ის სერიალ Squid Game-ის გავრცელებისთვის კაცს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს.

Radio Free Asia (RFA)-ის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა სერიალის ყურებისთვის 7 სკოლის მოსწავლე, ერთი კაცი კი მისი გავრცელებისთვის დააკავა.

გამოძიების თქმით, კონტრაბანდისტმა ჩინეთიდან ჩრდილოეთ კორეაში Squid Game-ის ასლი ჩამოიტანა და სერიის შემცველი USB ფლეშ დრაივები სკოლის მოსწავლეს მიყიდა, რომელმაც Netflix-ის შოუ თანაკლასელებთან ერთად საკლასო ოთახში ნახა. შემომტანს დახვრეტა, ხოლო მყიდველს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. დანარჩენი ექვსი სკოლის მოსწავლე 5 წელს შრომით ბანაკში გაატარებს.

ცნობისთვის, სამხრეთ კორეული სერიალი Netflix-ის ყველაზე პოპულარული სერიალია. სერიალი ვალებში ჩაფლული ადამიანების შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც ფულადი პრიზის მოსაპოვებლად, ერთმანეთს სასიკვდილო თამაშებში ეჯიბრებიან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100