სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შეიძლება ითქვას, რომ პიკი გადალახულია – მარინა ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, თუ მონაცემებზე დაყრდნობით ვიმსჯელებთ პიკი გადალახულია.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ შეზღუდვები ნელ-ნელა იხსნება, საზოგადოებამ მაღალი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს.

„მონაცემებს თუ შევხედავთ, მატება კვირაზე მეტია ერთნიშნა ციფრებს არ აღემატება და თუ ასე გაგრძრლდება შეიძლება ითქვას, რომ პიკი გადალახულია. იმედი არის, რომ შეიძლება ასე განვითარდეს სცენარი.

მოსახლეობა ისეთივე პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს ამ სიტუაციას, როგორც ადრე გვქონდა. მართალია შეზღუდვები შემსუბუქდება, მაგრამ მოსახლეობამ უნდა გააგრძელოს რეკომენდაციების დაცვა.

გავაგრძელოთ ამ აკრძალვებში ცხოვრება და სახლში ყოფნისგან მიღებული უნარ-ჩვევები გავიხანგრძლივოთ”,-განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100