Ernst &Young:რუსეთი ჩემპიონია მექრთამეობაში
საერთაშორისო გამოკვლევების შედეგები მოწმობენ, რომ ქრთამები, „ატკატები“ და თაღლითობა ფრიად მიღებული პრაქტიკა გახდა რუსეთის მოსახლეობის უმეტესობისათვის, - წერს დღეს „Московский комсомолец“ - ი.
როგორც ცნობილი გახდა, „Ernst&Young“ - ის აუდიტორული კომპანიის რეიტინგის თანახმად, ევროპის ქვეყნებს შორის რუსეთი არის ლიდერი კორუფციაში. ამ მონაცემებით, რუსი მეწარმეები თავიანთ კოლეგებზე უფრო ხშირად მზად არიან ქრთამის მიცემისა და „საჩუქრების“ მიცემისათვის.
სოციოლოგების განცხადებით, რუსეთიდან რესპოდენტთა 39% აღიარა, რომ მზად არიან ქრთამი გაიღონ ნაღდი ფულით იმისათვის, რომ ტენდერი მოიგონ ან „საქმეები გააქრონ“. ხშირად სთავაზობენ ქრთამს ძვირადღირებული საჩუქრების სახით რესპოდენტების 26% ( ამ სახეობაში ლიდერობს თურქეთი-32 %), ხოლო დასვენებისა და გართობის ორგანიზება ქრთამის სახეობად რუსების 25 % დაასახელა. თვალშისაცემია კიდევ ერთი პუნქტი, რომლითაც ლიდერობს რუსეთი. ეს გახლავთ ანგარიშგებებით თაღლითობა - ყალბი საფინანსო ცნობები კომპანიის მუშაობის შედეგების შესახებ, რის გამოყენებაც მიზანშეწონილად მიაჩნიათ გამოკითხვის მონაწილეთა 13%–ს.
და ბოლოს - მთლიანობაში კორუფციისა და მექრთამეობის გავრცელება განვითარებადი ქვეყნების გამოკითხულთა 81% აღიარა, ხოლო განვითარებული ქვეყნების კი - 41 %. ასევე აღმოჩნდა, რომ შედარებით უფრო პატიოსანი მეწარმეები მუშაობენ დასავლეთ ევროპაში - საფრანგეთსა და ნორვეგიაში.
კომენტარი