ახალგაზრდა მამაკაცმა თევზაობის დროს უცნაური არსება დაიჭირა, რომელსაც საზოგადოებამ უცხოპლანეტელი დინოზავრი შეარქვა
უამრავ მამაკაცს უყვარს თევზაობა და ზოგისთვის ეს სერიოზული ჰობიც არის, თუმცა ბევრს არ შეუძლია ისეთი უცნაური არსების პოვნა წყალში, როგორც ეს 19 წლის ნორვეგიელმა ოსკარ ლუნდალმა შეძლო.
ახალგაზრდა მამაკაცი დამწყები მოყვარული მეთევზეა და ამ პროცესის დროს დიდად არ უმართლებდა ხოლმე, სანამ ერთხელ მოულოდნელად უცნაური არსება არ ამოიყვანა წყლიდან. ამ უცნაურ წყლის ბინადარს უზარმაზარი თვალები და საკმაოდ არასტანდარტული აგებულება ჰქონდა. როგორც გამოცემა Ladbible წერს, უცნაური არსება ერთდროულად დინოზავრსა და უცხო პლანეტელს ჰგავს.
"ძალიან მაგარი ემოცია დამეუფლა, როდესაც ეს არსება ვნახე. თავდაპირველად თითქოს შემეშინდა კიდეც, რადგან არ ვიცოდი, რასთან მქონდა საქმე. რაღაც მომენტში ის დინოზავრს მივამსგავსე" - აღნიშნა ოსკარმა.
დამწყებმა მეთევზემ წყლის მონსტრი 800 მეტრის სიღრმიდან ამოიყვანა და ამ პროცესს ნახევარ საათზე მეტი დასჭირდა. ამოყვანისას არსება უკვე მკვდარი იყო.
ოსკარმა მთელი ამ ეიფორიის შემდეგ გარისკა, თევზი ბევრ ცხიმში შეწვა და მიირთვა.
"უნდა ვაღიარო, რომ არ ველოდი, თუ ასეთი გემრიელიც იქნებოდა. ხრაშუნა და სასიამოვნო ხორცი აქვს" - განაცხადა ლუნდალმა.
კომენტარი