სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს ბანკმა 50 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური რესურსი მოიზიდა, ვაჭრობის დასაფინანსებლად

25 ოქტომბერი, 2016, თბილისი - ქვეყნის წამყვანმა ბანკმა „საქართველოს ბანკმა“ ხელშეკრულება გააფორმა ერთწლიანი, 50 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური რესურსის („კლუბის დაფინანსება“) მისაღებად ვაჭრობის დაფინანსებისთვის. აღნიშნული რესურსის გამოყოფა ორგანიზებულ იქნა Citi-ის მიერ, მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრ საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან (IFC) ერთად, რომელიც დაფინანსებაში იღებს მონაწილეობას და უზრუნველყოფს ნაწილობრივ საგარანტიო მხარდაჭერას თავისი გლობალური ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (GTFP) მეშვეობით.

ეს „საქართველოს ბანკისთვის“ კლუბის მესამე დაფინანსებაა, რომელიც Citi-ს მიერ იქნა ორგანიზებული რამდენიმე საერთაშორისო ინვესტორის მოზიდვით სინდიკაციის პროცესში. კლუბის წლევანდელი დაფინანსება ხელს შეუწყობს იმპორტისა და ექსპორტის ოპერაციების განხორციელებას „საქართველოს ბანკის“ ძირითადი კორპორაციული კლიენტებისთვის, გაზრდის სავაჭრო ტრანზაქციების მოცულობას და ღირებულებას საქართველოს ეკონომიკის ძირითად დარგებში, მათ შორის სოფლის მეურნეობაში, ტრანსპორტის სფეროსა და ენერგეტიკაში. კლუბის დაფინანსება „საქართველოს ბანკმა“ პირველად 2014 წელს მიიღო, რომელიც ასევე ორგანიზებული იყო Citi-ის მიერ IFC-ის სავაჭრო გარანტიის მხარდაჭერით.

„საქართველოს ბანკი, როგორც ვაჭრობის დაფინანსების წამყვანი პროვაიდერი ქვეყანაში დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თავისი კლიენტებისთვის საუკეთესო გადაწყვეტების მიწოდებას“, - აღნიშნა „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა კახა კიკნაველიძემ. მისივე თქმით: „ახალი დაფინანსება კიდევ უფრო გააძლიერებს „საქართველოს ბანკის“ პოზიციას ვაჭრობის დაფინანსების სეგმენტში და დაგვეხმარება ჩვენი კორპორაციული კლიენტურის ბაზის მზარდი საჭიროებების დაკმაყოფილებაში. ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ კიდევ ერთხელ მოგვეცა ჩვენი დიდი ხნის პარტნიორებთან მუშაობის საშუალება. მსურს გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და მადლობა გადავუხადო Citi -სა და IFC-ს მათი უწყვეტი წარმატებული თანამშრომლობისთვის.“

„Citi მტკიცედ უჭერს მხარს ვაჭრობის ნაკადის გაძლიერებას და მის დაფინანსებას მსოფლიოს მასშტაბით, ის ასევე ხელს უწყობს განვითარებად ქვეყნებს გლობალურ ვაჭრობაში უფრო მეტად მნიშვნელოვანი როლის შესრულებაში. Citi-ს აქვს უნიკალური უნარი გააერთიანოს ბაზრის ბევრი მოთამაშე - კლიენტები, პარტნიორი ბანკები და მულტილატერალური სააგენტოები ჩვენი მომხმარებლებისთვის ახალი სავაჭრო გადაწყვეტების შესამუშავებლად. ამ კონცეფციის გათვალისწინებით ჩვენ მივაწოდეთ იდეალური გადაწყვეტა „საქართველოს ბანკს“, „კლუბის“ სტრუქტურის მეშვეობით ვაჭრობის დასაფინანსებლად მზარდი თანხების მოზიდვის მიზნით,“ - აღნიშნა Citi-ს სადისტრიბუციო, სახაზინო და სავაჭრო გადაწყვეტების მიმართულების უფროსმა ანურაგ ჩოდჰარიმ.

IFC-ის საფინანსო ინსტიტუტების დეპარტამენტის დირექტორმა მარკოს ბრუჯისმა განაცხადა: „საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობა გადამწყვეტია საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის, რამდენადაც ქვეყანა რეგიონის მნიშვნელოვან გზაჯვარედინზე მდებარეობს. Citi-ს და IFC-ის ფინანსური რესურსი საქართველოს ბანკის მიერ ვაჭრობის დაფინანსებას შეუწყობს ხელს. ეს ბანკი ქვეყანაში წამყვანი ინსტიტუტია ვაჭრობის დაფინანსებაში და ხელს შეუწყობს ძირითადი სასაქონლო ოპერაციების მომსახურებას და უცხოური ვალუტის გენერაციას. IFC-ი დადებითად აფასებს საქართველოს ბანკთან გრძელვადიან თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებებით და მიესალმება ამ ბოლო ტრანზაქციას, რომელიც IFC-ის გლობალური ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის საშუალებით განხორციელდა.”

„საქართველოს ბანკი“ პირველი ქართული ბანკი იყო, რომელიც IFC-ის გლობალური ვაჭრობის დაფინანსების პროგრამას 2008 წელს შეუერთდა. პროგრამა ახლა 500-ზე მეტ ბანკს აერთიანებს, 150 ქვეყანაში და მისი მეშვეობით გასულ წელს 6 მლრდ. აშშ დოლარზე მეტი გამოიყო მსოფლიოში ვაჭრობის დასაფინანსებლად. IFC-იმ საქართველოს ვაჭრობის სფეროსთვის 300 მლნ. აშშ დოლარზე მეტის მობილიზება განახორციელა GTFP-ის და ვაჭრობის და სასაქონლო ოპერაციების დაფინანსების სხვა პროგრამების საშუალებით.

„საქართველოს ბანკის“ შესახებ:

„საქართველოს ბანკი“ ქვეყნის წამყვანი ბანკია მთლიანი აქტივების (საბაზრო წილი 33.5%), მთლიანი სესხებისა (საბაზრო წილი 32.1%) და კლიენტთა დეპოზიტების (საბაზრო წილი 31.8%) მიხედვით (2016 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, ბანკების მიერ ეროვნული ბანკისთვის მიწოდებული ფინანსური ინფორმაციის საფუძველზე). „საქართველოს ბანკი“ მის კლიენტებს სთავაზობს კორპორაციული და საცალო საბანკო, ინვესტიციების მართვის, ასევე ქონებისა და სიცოცხლის დაზღვევის მომსახურების ფართო სპექტრს. 2016 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, „საქართველოს ბანკი“ ემსახურებოდა დაახლოებით 2 მილიონი კლიენტის ანგარიშს 273 სერვისცენტრის, 763 ბანკომატისა და 2,681 გადახდის აპარატისგან შემდგარი ქსელის, ასევე დისტანციური საბანკო მომსახურების პლატფორმისა და თანამედროვე სატელეფონო ცენტრის მეშვეობით. სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: http://bankofgeorgia.ge/

Citi -ს შესახებ

Citi წამყვანი გლობალური ბანკია დაახლოებით 200 მილიონი სამომხმარებლო ანგარიშით, რომელიც საქმიანობას 160-ზე მეტ იურისდიქციაში და ქვეყანაში ახორციელებს. Citi მომხმარებლებს, კორპორაციებს, მთავრობებს და ინსტიტუტებს უზრუნველყოფს ფინანსური პროდუქტების და სერვისების ფართო სპექტრით, მათ შორისაა სამომხმარებლო და საკრედიტო, კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო მომსახურება, ფასიანი ქაღალდების საბროკერო სერვისები, ტრანზაქციების მომსახურება და დაგროვილი ქონების მართვა.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხ: www.citigroup.com | Twitter: @Citi | YouTube: www.youtube.com/citi | Blog: http://new.citi.com | Facebook: www.facebook.com/citi | LinkedIn: www.linkedin.com/company/citi

Citi -ს სახაზინო და სავაჭრო გადაწყვეტების შესახებ:

Citi -ს სახაზინო და სავაჭრო გადაწყვეტები (TTS) განაპირობებს ჩვენი კლიენტების წარმატებას ფულადი ნაკადების მართვის და ვაჭრობის დაფინანსების ინოვაციური და მოთხოვნებზე მორგებული ინტეგრირებული სერვისების მიწოდებაში მულტინაციონალური კორპორაციებისთვის, საფინანსო დაწესებულებებისთვის და სახელმწიფო სექტორის ორგანიზაციებისთვის მთელ მსოფლიოში. თავისი უდიდესი ქსელის საფუძველზე საბანკო ლიცენზიებით 100 -ზე მეტ ქვეყანაში და გლობალურად ინტეგრირებული ტექნოლოგიური პლატფორმებით, TTS აგრძელებს დარგის ყველაზე სრულყოფილი და მოწინავე ციფრული სახაზინო, სავაჭრო და ლიკვიდურობის მართვის გადაწყვეტების შეთავაზებას.

IFC-ის შესახებ

IFC, მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი და განვითარებაზე ორიენტირებული ყველაზე მსხვილი საერთაშორისო ინსტიტუტია, რომელიც განვითარებად ქვეყნებში კერძო სექტორს უწყობს ხელს. ჩვენ ვმუშაობთ 2,000 ბიზნეს. კომპანიასთან მსოფლიოს მასშტაბით და ვიყენებთ სამოცწლიან გამოცდილებას განვითარებისთვის საჭირო შესაძლებლობების შესაქმნელად იქ, სადაც ამის საჭიროება ყველაზე მწვავეა. 2016 ფინანსურ წელს, ჩვენმა გრძელვადიანმა ინვესტიციებმა განვითარებად ქვეყნებში თითქმის 19 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. ჩვენი კაპიტალი, ცოდნა და გავლენა მიმართულია კერძო სექტორის ხელშეწყობისკენ იმისათვის, რომ მან გადამწყვეტი როლი შეასრულოს უკიდურესი სიღარიბის დაძლევასა და ცხოვრების დონის გაუმჯობესებაში. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებ-გვერდზე: www.ifc.org.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100