შეხვედრა კაკაბაძისა და შარაშიძის ქუჩის ამომრჩეველთან
საპარლამენტო არჩევნების კამპანიის ფარგლებში ნუგზარს სურმანიძე და მუხრან ვახტანგაძე მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებენ. ამჯერად, დეპუტატობის კანდიდატები სხვა მაჟორიტარ კანდიდატებთან და საქართველოს პარლამენტის წევრებთან ერთად კაკაბაძისა და შარაშიძის ქუჩის ამომრჩეველს შეხვდენენ.
„ჩვენ ვაგრძელებთ მოსახლეობასთან შეხვედრებს, ვაცნობთ თუ რა გაკეთდა განვლილი 4 წლის განმავლობაში და რას ვაპირებთ მომავალში. არის გლობალური პროექტები, რომელთა შესახებ მოსახლეობას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, ეს გახლავთ ჯანდაცვის, ეკონომიკის, დასაქმების და სხვა მიმართულებები. გარდა ამისა ვეცნობით მოსახლეობის მოთხოვნებს, მათ აქვთ გარკვეული პრობლემები, ეს შეიძლება იყოს გზა, მიწისქვეშა კომუნიკაცია. ჩვენ ამ საკითხებს ვსწავლობთ და მათთან ერთად ყველა ეს პრობლემა დაყვანილი იქნება მინიმუმამდე“-განაცხადა მოსახლეობასთან შეხვედრაზე ნუგზარ სურმანიძემ.
„ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს საარჩევნო პროგრამა არის გათვლილი ქვეყნის სწრაფ განვითარებაზე, ძლიერი ეკონომიკის შექმნაზე და მოსახლეობის დასაქმებაზე, რაც საშუალებას მოგვცემს უფრო მეტად ვიზრუნოთ საზოგადოების კეთილდღეობაზე“-აღნიშნა მუხრან ვახტანგაძემ.
მოსახლეობასთან
შეხვედრას ესწრებოდა პარლამენტის წევრი ნუკრი ქანთარია, რომელმაც მოსახლეობას განვლილი 4 წლის განმავლობაში განხორციელბული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და მოსახლეობას წარუდგინა ქართული ოცნების საარჩევნო პროგრამა.
8 ოქტომბერს საქართველოს თითოეული მოქალაქე მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას. ეს გადაწყვეტილება იქნება ჩვენი ერთობლივი გამარჯვება.
(რეკლამა)
კომენტარი