სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ცნობილი წყვილები, რომლების საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში დაკავდნენ სექსით

ჰოლივუდის ცნობილმა სახეებმა იციან, რომ ისინი ყოველთვის ინტერესის ობიექტები არიან და ყოველთვის ყურადღების ქვეშ ექცევიან, სადაც არ უნა წავიდნენ.

თუმცა, არც თუ ისე იშვიათად, მათ არ შეუძლიათ საკუთარი გრძნობები და ემოციები აკონტროლონ საყვარელი ადამიანების მიმართ, თუნდაც შუა ქუჩაში. წარმოგიდგენთ იმ წყვილებს, რომლებმაც თავი ვერ შეიკავეს და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში დაკავდნენ სექსით:

დრიუ ბერიმორი და ფაბრიციო მორეტი - წყვილი ერთმანეთს 2003-2007 წლებში ხვდებოდა. 2006 წელს კი ოპერის თეატრის ტუალეტში გამოიჭირეს სქესობრივი აქტის დროს. წესრიგის დამცველებს მათი დაპატიმრება სურდათ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის, თუმცა ყველასგან მოულოდნელად აპატიეს.

ანჯელინა ჯოლი და ბილი ბობ ტორნტონი - ანჯელინა და მისი მეორე მეუღლე, ასევე მსახიობი ბილი ბობ ტორნტონი ერთ-ერთი ყველაზე ეპატაჟური წყვილი იყო გასული საუკუნის 90-ან წლებში. ისინი კისერზე ჩამოკიდებულ ერთმანეთის სისხლს ატარებდნენ და საერთო ტატუებიც გაიკეთეს, 2003 წელს კი ჯოლიმ მოიშორა ეს ტატუ, როდესაც მეუღლეს გაშორდა. 2000 წლის MTV-ს დაჯილდოებაზე ბილი გამოიტყდა ჟურნალისტებს, რომ რამდენიმე წუთის წინ ჯოლის და მას სექსი ჰქონდათ ლიმუზინის უკანა სავარძელზე.

მაილი საირუსი და ლაიამ ჰემსვორთი - ეს წყვილი 2012 წელს Vanity Fair-ის წვეულებაზე. ეს არავის გააკვირვებდა, რომ არა მაილის „ქალწულობის ბეჭდი“, რომელსაც ქალწულად დარჩენის ფიცის სიმბოლოდ ატარებდა.

ჰიუ გრანტი - თითქოს რჩება შთაბეჭდილება, რომ გრანტს ნებისმიერი ქალის დაპყრობა შეუძლია, თუმცა მან დაქირავებულ მეძავთან ამჯობინა სექსი. ეს 1995 წელს მოხდა და ჰიუ მაშინ დააკავეს ავტომობილში ორალური სექსის გამო. ეს ფაქტი გრანტის საცოლესთვის, მოდელისა და მსახიობის, ელიზაბეთ ჰარლისთვის ნამდვილი შოკი აღმოჩნდა, რაც განშორების მიზეზი გახდა.

სკარლეტ იოჰანსიონი და ბენისიო დელ ტორო - ბენისიო სკარლეტზე 17 წლით უფროსია, თუმცა ასაკი მათ ურთიერთობაში ბარიერი სულაც არ ყოფილა. მათ განსაკუთრებულად მხურვალე ურთიერთობა ჰქონდათ და 2004 წელს სასტუმრო Chateau Marmont-ის ლიფტშიც კი გამოიჭირეს სექსის დროს.

ჯენიფერ ლოპესი - ჟურნალისტის კითხვაზე „ყველაზე უცნაური ადგილი, სადაც სექსით დაკავდით?“ ჯეი ლომ ყოველგვარი დამორცხვების გარეშე უპასუხა - „აივანი“. სამწუხაროდ, მომრერალმა არ გაამხილა იმ იღბლიანის სახელი, ვისთანაც საჯაროდ ჰქონდა სექსი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100